მეექვსე, მაგრა კარგი გამოცდილებით
მეექვსე, მაგრა კარგი გამოცდილებით
11.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, 17-წმალდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული შვეიცარიის გოგონათა ნაკრები გახდა. ფინალურ შეხვედრაში, შვეიცარელებმა, რომლებმაც ½ ფინალში უკრაინის 17-წლამდე გოგონათა ნაკრები დაამარცხეს, ამჯერად სერბებს მოუგეს 8-ბურთიანი სხვაობით 35-27.


მესამე ადგილისათვის უკრაინის 17-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა 30-27.




მე-5-6 ადგილებისთვის ითამაშეს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და ფარერის კუნძულების გუნდებმა. შეხვედრა, დაძაბულად დაიწყო, თუმცა, მალე ქართველ ხელბურთელებს, რომლებიც პირველი თამაშის დროს დაშავებული ლიდერისა და გუნდის კაპიტნის გარეშე თამაშობდა მთელი ჩემპიონატი, ბოლო დღეს კი, კიდევ ერთი მოთამაშე დაემტვრათ, დაღლა დაეტყოთ და ნელ-ნელა ფარერების გუნდმა უპირატესობა სოლიდური სხვაობით გაზარდა.  საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები 16-30 დამარცხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, შედეგი ცალსახად დადებითია. ამ რანგის ტურნირზე არცერთ ჩვენს ასაკობრივ გუნდს არ მოუგია 3 თამაში და არც მეექვსე ადგილი დაუკავებია - ეს ასაკობრივი ნაკრებების ევროპულ რეიტინგში საკმაოდ დაგვაწინაურებს.




დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებიდან  მეკარე დიანა ქარჩავა გამოირჩეოდა. ამ დღეს, კარს დროის დიდი ნაწილი სწორედ ის და არა ხატია ჯიქურაშვილი იცავდა. აღსანიშნავია, რომ ხატიას მსგავსად, დიანა ქარჩავაც, თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა და საერთო ჯამში, მან 12 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.


ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დასახელდა სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ერთი ქართველი ხელბურთელი შევიდა - მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე, რომელმაც თავის პოზიციაზე მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი, 23 გოლი გაიტანა. ბომბარდირებში 36 გოლით ელისაბედ ჩხაიძემ მე-6-8 ადგილი გაიყო.