რას მალავს „ფეიენოორდი“
რას მალავს „ფეიენოორდი“
08.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე საათში, როტერდამულ  „დე კუიპზე" უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი გაიმართება. „დინამო თბილისისთვის" ჰოლანდიურ გუნდთან დაპირისპირება, რიგით მესამე საკლუბო იქნება აღნიშნულ ტურნირზე. „ფეიენოორდისთვის" კი, პირველი. რამდენიმე დღის, წინ ორივე კლუბმა საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის კალენდარული მატჩები გამართა, დინამოელებმა „ლოკომოტივთან" თამაშის შემდეგ, მე-12 წაუგებელი მატჩი მიითვალეს. „ფეიენოორდმა" კი, ქვეყნის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, ფრედ 2-2 ითამაშა.


„გუნდში, განწყობა ძალიან კარგია. ბოლო თამაშები, „დინამო თბილისმა", მაღალ დონეზე ჩაატარა. ვეცდებით, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ. თუ არ ჩავთვლით ნოდარ იაშვილს, რომელმაც ტრავმა „გაბალსათან" მატჩს დროს მიიღო, არავინ გვყავს ტრავმირებული.  ყველანი კარგ ფორმაში არიან. ბუნებრივია, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონატის კალენდარული თამაში ჩავატარეთ და ცოტა დრო გვქონდა „ფეინოორდთან" თამაშისთვის მოვმზადებულიყავით. თუმცა, მცდელობას არ დავაკლებთ და აქედან, კარგი განწყობით წავალთ", - ამბობს ზაურ სვანაძე.




სხვათა შორის, ზაური იმ თაობის დინამოელია, რომელმაც 1981 წელს „ფეიენოორდის" წინააღმდეგ ითამაშა. 38 წლის შემდეგ, „დინამო თბილისის" ახლა უკვე მწვრთნელი, იმედოვნებს, რომ როტერდამს ის და მისი გუნდი ამჯერადაც ამაღლებულ განწყობაზე დატოვებს.


ბუნებრივია, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე გუნდს, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს „დინამო თბილისზე", ვიდრე ჩვენ მათზე. ამას დაემატა ისიც, რომ გუშინ, კლუბმაც, „დე კუიპიდან" საკმაოდ შორს ივარჯიშა და ჩვენ  არ ვარჯიშზე დაგვასწრეს და არც პრესკონფერენციის შესახებ შეგვატყობინეს. რას ამზადებს, „ფეიენოორდი" ამ ზედმეტი კონსპირაციით, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ საკუთარ გვერდზე რამდენიმე კითხვას მაინც პასუხობს.




„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ეს, მწვრთნელმა ზედმიწევნით გაგვაგებინა. ევროტურნირზე თამაში არის უმნიშვნელოვანესი კლუბისთვის და მოთამაშეებისთვის. ჩვენ ეს კარგად ვიცით", - აღნიშნა გუნდის მეკარემ კენეტ ვერმეერმა.


კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც შესაძლოა, ქართველი ჟურნალისტების დასწრება არ ისურვეს „ფეიენოორდის" პრესკონფერენციაზე, გუნდში მიმდინარე ცვლილებებია, რომლის შესახებაც, ადგილობრივი პრესა გუგუნებს. როტერდამული კლუბის სამწვრთნელო შტაბს კი, მხოლოდ, ერთი  გამართლება აქვს:


„ბევრი რამე ხდება და ვიღაც სათავისოს ნახულობს. თუმცა, ხვალისთვის უნდა ფოკუსირებულები ვიყოთ. როგორ? პირველ რიგში უნდა გავითავისოთ, რა ხდება რეალობაში. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ამოსარჩევი, მაგრამ ვინც ხვალ მოედანზე გამოვა, ყველაში დარწმუნებული ვართ",  - ამბობს იაპ სტამი,  „ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი, მხოლოდ ჰოლანდიური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.




სტამი არ, ან მართლა ვერ ასახელებს იმ 11 ფეხბურთელის სავარაუდო სახელებსაც კი, რომლებსაც დღეს, „დე კუპიზე" თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილავთ.  ამ მომენტისთვის საჯაროდ ცნობილისა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც აქამდეც იყო ცნობილი. სტამის ფეხბურთელთაგან, მცველმა ერიკ ბოტეგინმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.  გუნდის, თავდამსხმელი დილან ვენტე კი ისევ მკურნალობს.


სტამმა „ფეიენოორდთან" კონტრაქტს ხელი, მხოლოდ  იმ პირობით მოაწერა, რომ „დინამო თბილისთან" ანუ ევროტურნირის მატჩისთვის, სატრანსფერო დაპირებებს შეუსრულებდნენ. თუმცა, ახლა, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, „ფეიენოორდში" ცოტა გაურკვევლობაა. მაგალითად, როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აღნიშნვას, სენტ იუსტი, რომელზეც სტამი იმედებს ამყარებდა „უგზო-უკვალოდ" დაიკარგა.

შეგახსენებთ, რომ „დე კუიპზე" თამაში თბილისის დროით 21:30 დაიწყება.


როტერდამი, გოლანდია

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები