ევროპა ლიგა - საქართველო vs სხვა 2-1
ევროპა ლიგა - საქართველო vs სხვა 2-1
11.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისი" - „ენგორდანი" 6-0


თბილისი, საქართველო


საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბი, უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაფიქსირებულ პოზიციას, ყველა თამაშის წინ, „იფიქროს" და „იმუშაოს" კონკრეტული მატჩისთვის, დღეს გამართული თამაშის შემდეგ, კიდევ ერთხელ აფიქსირებს.


„საპასუხო შეხვედრა შევეცდებით იმავე სტილში ვითამაშოთ და მოვიგოთ, როგორც დღეს. რა იქნება შემდეგ, ამის შესახებ, უკვე იმ თამაშის შემდეგ ვისაუბროთ. მომდევნო თამაშში, შესაძლებელია იყოს ცვლილებები. თუმცა, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით ფეხბურთელებს. ამრიგად, ბოლო წუთამდე, არ გვეცოდინება ზუსტად, რომელი ფეხბურთელები დაიწყებენ თამაშს ძირითად შემადგენლობაში და ვინ რამდენ წუთს გაატარებს მოედანზე.  თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მომავალ მატჩსაც, წარმატებით ჩავატარებთ", - ამბობს ფელის ვისენტე, „დინამო თბილისის" მწვრთნელი.




ანდორას „ენგორდანის" წინააღმდეგ კი, „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბმა ეროვნული ლიგის ბოლო მატჩების სასტარტო შემადგენლობისგან, მცირედით სახეცვლილ გუნდს დააწყებინა თამაში. მაგალითად, ამ დღეს, სათადარიგო სკამზე იჯდა, ცენტრალური მცველი მეჯუბი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატში, დისკვალიფიკაციის გამო მოუხდა ბოლო ტურის გამოტოვება. დინამოელთა სამწვრთნელო შტაბმა კი, როგორც ჩანს, ბათუმის „დინამოსთან" დავით კობოურის გარჯა დააფასა და ქართველმა მცველმა ამ დღესაც მინდორზე მთელი შეხვედრა დაჰყო. დღევანდელ სასტარტოში ვერ მოხვდნენ აკაკი შულაია და ნოდარ იაშვილი. სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, გუნდის კაპიტანი გუჯა რუხაია. ასევე, ძირითადში დაიწყო თამაში, გიორგი კუხიანიძემ.


დღევანდელი შედეგიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ერთ კვირის შემდეგ, ანდორაში, „დინამო თბილისის" რიგებში სხვა, მათ შორის ახალგზარდა ფეხბურთელები ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბს, იმედი აქვს, რომ „მათ შეუძლიათ, ისეთივე შედეგი გაიმეორონ, ან ფრე ითამაშონ, რაც სრულებით საკმარისი იქნება მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, მაგრამ როგორც ვთქვით ერთ კვირის განმავლობაში კიდევ დავაკვირდებით", - ამბობს ვისენტე.




შეგახსენებთ, რომ „ენგორდანის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩამდე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „თვითმკვლელობა იქნებოდა, საკუთარი ფეხბურთელებისთვის 90 წუთი ყრუ დაცვაში თამაში ეთხოვა". თუმცა, ეს დინამოელებმა აიღეს თავის თავზე, მას შემდეგ რაც მე-6 წუთზე, ნიკა ნინუამ ლამაზი საჯარიმო ჩაახვია ანდორელთა კარში. იმავე კუთხეში, შორი მანძილიდან 21-ე წუთზე, ულამაზესი დარტყმით, ანგარიში ორამდე გაზარდა გიორგი კუხიანიძე. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში თბილისელებს კიდევ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, გუნდები შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ.


„ნებისმიერი ახალი მოთამაშის შემოსვლა კლუბში, სირთულეებთან არის დაკავშირებული და აქ, მთავარია რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ფეხბურთელმა ადაპტაცია გუნდთან. საბედნიეროდ, ეს პროცესი „დინამოში" კარგად მიდის, რადგან უშუალოდ ფეხბურთელების გარდა, არის გუნდის პერსონალი და მათი კეთილგანწყობა ახლების მიმართ, რაც კარგ და დაებით როლს თამაშობს", - მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე იტყვის, ფელის ვისენტე.




ძნელია არ დაეთანხმო დინამოელთა მწვრთნელს, რადგან სწორედ გუნდის ახალწვეულების გიორგი ქიმაძის, ნოდარ ქავთარაძის თამაშმა, „ენდორგანთან" ის სიცარიელე შეავსო, რაც მაგალითად „დინამო თბილისს" ეროვნული ლიგის 2019 წლის საწყისს ეტაპზე ჰქონდა. ბუნებრივია, დღევანდელი ანგარიშის მიუხედავად, თბილისელთა თამაშში, კიდევ ბევრია გამოსასწორებელი, რის შესახებაც სამწვრთნელო შტაბში მუშაობენ. თუმცა, ამ ეტაპისთვის, კიდევ დამატებით ახალი სახეების „დინამო თბილისში" გამოჩენას აღარ ელიან.


„მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა 18 ივლისს იხურება. ვთვლი, რომ „დინამოს" დღევანდელი შემადგენლობა საკმაოდ ოპტიმალურია. კარგი მოთამაშეები გვყავს, ამიტომ შევეცდებით იგივე სტილში გავაგრძელოთ. თუმცა, კონკრეტული თამაშებისთვის, შესაძლებელია, იყოს რამდენიმე ცვლილება", - ამბობს ვისენტე და ამ ცვლილებებში ჩვენი ვარაუდით უკვე კლუბში არსებულ ფეხბურთელებს გულისხმობს.




11 ივლისს კი, პირველი ტაიმის მსგავსად გაგრძელდა მეორეც. „დინამო თბილისი" უტევდა, სტუმართა გუნდი, კი უნდოდა თუ არა, იძულებული იყო თავი დაეცვა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, სტუმრებს „ადგილი" 61-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ „უჩვენა", „დინამო თბილისი" 3-0 დაწინაურდა. 8 წუთში, „ენგორდანის" კარი ლევან კუტალიამ აიღო. დინამოელს, რომელსაც ეროვნული ლიგის გათამაშებაში ბომბარდირთა დავაში საუკეთესოდ გახდომის პრეტენზია აქვს, რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ, ამ მატჩში, მაინც ახერხებს გოლის გატანას. თანაც, თანაც საკმაოდ „პრეტენზიული" 11-მეტრიანით. სხვათა შორის, კუტალიას 11-მეტრიანმა და მანამდე, ფეხბურთელების მზადებამ ამ საჯარიმო დარტყმისთვის, ქართულ მედიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია (ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ, 2017 წლის ეროვნული საფეხბურთო სეზონის ბოლო პენალტი, ბოლო წუთზე), შესაბამისად ფელის ვისენტემ, პრეს-კონფერენციაზე, ამის შესახებაც გააკეთა განმარტება:




„კარგია, როდესაც მოთამაშეებს აქვს იმის ამბიცია, რომ შეასრულო 11-მეტრიანი დარტყმა. „დინამო თბილისში" არის რამდენიმე ასეთი მოთამაშე, რომელიც უფრო მომზადებულია კონკრეტულად ამ საჯარიმო დარტყმისთვის. თუმცა, არ არის მხოლოდ, ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი ვინც ამას გააკეთებს. პენალტის დარტყმამდე, კონკრეტულად დარტყმის წინ, წყდება ხოლმე რომელი მათგანი დაარტყამს".




სხვათა შორის, ამ გოლიდან კიდევ 3 წუთში, 71-ე წუთზე, დუბლი გაიფორმა გიორგი კუხიანიძემ, რომელიც „კარგ პენალტისტად" ითვლება. 80-ე წუთზე, კი ამ შეხვედრაში წერტილი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ზარიამ შესძლო. საბოლოოდ, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „დინამო თბილისმა" დიდი ანგარიშით 6-0 მოიგო და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა ევროპულ ტურნირებზე, რომელიც 2013 წელს ფარერის კუნძულების „სტრეიმურთან" ჰქონდა დამყარებული.  იმ მატჩისგან განსხვავებით, დღეს, „დინამო თბილისმა" კარი მშრალად შეინახა.




„დინამო თბილისი": ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი კუხიანიძე (76'), ლევან შენგელია (63'), გიორგი პაპავა (57'), გიორგი ქიმაძე, ლევან კუტალია, ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე

შეცვლა: 57' გიორგი ზარია, 63'  არფანგ დაფე, 76' ბაქარ ქარდავა

გუნდის მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

გოლები: 6' ნიკა ნინუა, 21'/71' გიორგი კუხიანიძე, 61' ნოდარ ქავთარაძე, 69'ლევან კუტალია, 80' გიორგი ზარია.

გაფრთხილება: 71' ლევან კუტალია 79' გიორგი ზარია

მატჩის სრული სტატისტიკა uefa.com-ის მიხედვით

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები


***

„ორდაბასი" - „ტორპედო" 0-1

შიმკენტი, ყაზახეთი

დღესვე, ევროპა ლიგაზე, კიდევ ორმა ქართული კლუბი იასპარეზა. სამწუხაროდ, ქუთაისის „ტორპედო", გასვლითი მატჩში, ყაზახურ „ორდაბასთან" მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.




დავმარცხდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს. საპასუხო მატჩამდე ერთი კვირაა და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ უკეთ მოსამზადებლად. იდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მარცხი ცუდია, მაგრამ ანგარიში - მისაღები. „ორდაბასს" გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, ვერ გაიტანეს და საპასუხო შეხვედრაში შანსი გვაქვს. ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვართ და ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელების დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ", - ამბობს კახა ჩხეტიანი მატჩის დასრულების შემდეგ.


ამ მარცხის მიუხედავად, კახა ჩხეტიანის შეგირდებს, 18 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხზე ა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი  აქვთ. ამისთვის კი, მათ მე-12 მოთამაშის მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გუნდი კონკრეტულად ამ ტურნირამდე სხვა ფეხბურთელების გარდა კიდევ ერთმა სახემ, ბუდუ ზივზივაძემ დატოვა.




„ტორპედო": როინ კვასხვაძე, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, პაპუნა ფონიავა (86'), თორნიკე კაპანაძე (78'), ცოტნე ნადარაია, თემურ ჩოგაძე (69'), ზაზა ციცქიშვილი

შეცვლა: 69' ოთარ კობახიძე, 78' თამაზ ცეცხლაძე, 86' ცოტნე მოსიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: 45'+1 პაპუნა ფონიავა, 47' ცოტნე ნადარაია

მატჩის სრული სტატისტიკა uefa.com-ის მიხედვით


***



„ფოლა" - „ჩიხურა" 1-2

ლუქსემბურგი

საჩხერის „ჩიხურამ" გასვლაზე ლუქსემბურგის „ფოლა" მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა. თუმცა, სოსო ფრუიძის გუნდს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმული აქვთ და ახლა, საპასუხო შეხვედრაში, საბოლოოდ გამარჯვების გასაფორმებლად, 17 ივლისს, „დინამო არენაზე" გულშემატკივრის მხარდაჭერაც სჭირდებათ.

პირველ შეხვედრაში კი, საჩხერელთა გუნდიდან გოლები მიშიკო სარდალიშვილმა და გიორგი კორიფაძემ გაიტანეს.

„ჩიხურა": დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, ირაკლი ლექვთაძე (77'), გიორგი კორიფაძე, ბესიკ დეკანოიძე (90'), მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, რატი არდაზიშვილი (65')

შეცვლა: 65'დემურ ჩიხლაძე, 77' გიორგი ფანცულაია, 90' შოთა კაშია

გოლები: 23' (პენალტი) სინანი, 59' მიშიკო სარდალიშვილი, 86' (პენალტი) გიორგი კორიფაძე

გაფრთხილება: 1' ლაშა ჩიკვაიძე, 56' ბესიკ დეკანოიძე, 58' რატი არდაზიშვილი,

იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა uefa.com-ის მიხედვით.


მასალაში გამოყენებულია „ტორპედოსა" და „ჩიხურას" ფოტოები