გიორგი ჩაკვეტაძე გაზეთ „სარბიელის“ რჩეულია
გიორგი ჩაკვეტაძე გაზეთ „სარბიელის“ რჩეულია
10.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სპორტული მედიისთვის გაზეთ „სარბიელის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის ანონსში, მითითებული და ხაზგასმული იყო, რომ 79 გამოკითხული ჟურნალისტის მიერ დასახელებულ 24 ფეხბურთელს შორის, „თბილისის „დინამოდან", ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდიდან, ჩამონათვალში სულ ერთი ფეხბურთელია, ჟურნალისტთა რჩეული, სწორედ „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი და ამ კლუბის, მართალია ყოფილი, მაგრამ ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა სახე, გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.




ჟურნალისტთა ვერსიით, საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდო დღეს გადასცეს. ცერემონიას, ესწრებოდა თითქმის ყველა ის სპორტული (საფეხბურთო) ჟურნალისტი, რომლებიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასაშუქებლად „საბურთალოსთან" ერთად, ტირასპოლში არ იმყოფებდნენ.


„წინა წლებში ჟურნალისტებმა ისეთი ვარსკვლავები აღიარეს, რომ ჩემთვის ამ გამოკითხვაში გამარჯვება ძალიან საპატიოა. მადლობა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც გამომარჩიეს. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშო და თამაშით ყველას გავახარო", - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.


„კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სარბიელს, რომ ასეთი ტრადიცია აღადგინეს. ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო ეს, წლების განმავლობაში. ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა ამ საქმეში და ის, რომ ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, საკუთარი გემოვნებით გამოავლინონ წლის საუკეთესო ფეხბურთელი. გიორგის მივულოცავ ამ საპასუხისმგებლო ჯილდოს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელდეს და უკვე სანაკრებო დონეზე გამოადგეს საქართველოს. იცით, თქვენ, რამდენად მნიშნელოვანი ფეხბურთელია ის ეროვნული ნაკრებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი წელია იქნება მომავალი წელი, საფეხბურთო ნაკრებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.


წლეულს გამოკითხვაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 79 ჟურნალისტმა მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპი ძველებურად მარტივი გახლდათ - რიგითობით დასახელებული სამი ფეხბურთელიდან პირველს სამი, მეორედ დასახელებულს ორი და მესამეადგილოსანს შესაბამისად ერთი ქულა ერიცხებოდა.


აქვე გეტყვით, რომ ჩვენს მიერ შევსებულ „კითხვარში" დასახელებული 3 ფეხბურთელიდან სხვადასხვა დროს ყველა საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ღირსებას იცავდა. ჩვენი გადასახედიდან 1 ადგილი ჯაბა კანკავას მივაკუთვნეთ (ფეხბურთელი, რომელიც წლებია ქართული ფეხბურთისთვის თავდაუზოგავად შრომობს და დინამოელთათვის ყველაზე სახარბიელო ევროპერიოდში კლუბის ღირსებას იცავდა), გიორგი ჩაკვეტაძე (რომელიც ზევითაც აღვნიშნეთ, დინამოელია და ყოფილი დინამოელები არ არსებობენ), და ბუდუ ზივზივაძე, რომელიც 2018 წლის სეზონზე, სწორედ „დინამო თბილისის" შემადგენლობაში გამოდიოდა და 2018 წლის ბომბარდირიც, სწორედ ამ გუნდისთვის გატანილი გოლების წყალობით გახდა.




გამარჯვებულს, მოქანდაკე თემურ ლომიძის დამზადებული გამარჯვების ქალღმერთის ფიგურა გადაეცა, რომელიც ბრინჯაოში არის ჩამოსხმული და მარმარილოს სადგამზეა მოთავსებული. ქალღმერთს ხელს ბროლის ბურთი უპყრია.


დაჯილდოების ცერემონიას, ბუნებრივია, თავად გიორგი ჩაკვეტაძეც ესწრებოდა, რომელიც ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას სამშობლოში გადიოდა. ხვალ ქართველი ფეხბურთელი „დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას დასწრება და საქართველოში თავის მშობლიურ გუნდს უქომაგებს. კვირას კი თავის ამჟამინდელ კლუბს შეუერთდება და უკვე,