ბასილა ნადალს ელოდება
ბასილა ნადალს ელოდება
14.05.2019
ავტორი:

რომის მასტერსის ATP 1000-იანი სერიის ტურნირის,  მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეთში 7-5, 6-4 სერბი ჩოგბურთელი ლასლო ჯერე დაამარცხა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა რომაული ტურნირის მეორე ბარიერი გადალახა და ახლა მომდევნო ეტაპზე რაფაელ ნადალსა და ჟერემი შარდის შორის მოგებულს ელოდება.

ლასლო ჯერესთან  შეხვედრამ კი 1 საათსა და 28 წუთს გასტანა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ნიკა და ლასლო ბუდაპეშტის ტურნირის ¼ ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და  მაშინ ჯერემ შესძლო ბასილაშვილის დამარცხება. საერთო ჯამში კი, ამ მატჩამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ - 2015 წელს საფრანგეთის დიდი შლემის ტურნირზე, 2018 წელს კიცბუელში და 2019 წელს ბუდაპეშტში დაუპირისპირდნენ. ბასილაშვილმა სერბი ჩოგბურთელის დამარცხება მხოლოდ საფრანგეთში შეძლო. ამირიგად, ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილსა და ჯერეს შორის ანგარიში გათანაბრდა.

გეტვით იმასაც, რომ სერბთან მატჩამდე, ბასილაშვილი მისთვის კიდევ ერთ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუ(ქს)ოვიჩს შეხვდა და ისიც ორ სეტში,  6-1, 7-6 დაამარცხა. უნგრელთან, აღნიშნული დაპირისპირება რიგით მე-6 იყო.