თასის ¼ ფინალს მინუს 1 ძლიერთა ლიგიდან გამოაკლდება
თასის ¼ ფინალს მინუს 1 ძლიერთა ლიგიდან გამოაკლდება
19.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2019 წლის გათამაშების 1/8 ფინალები 18 და 19 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 1/16 ფინალის შემდეგ გათამაშებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 4 გუნდი გამოეთიშა. დღეს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 1/8 ფინალის კენჭისყრა გაიმართა. 1/8 ფინალში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კიდევ ორი გუნდი დაწყვილდა თასის გათამაშების ამ ეტაპზე.

სამშაბათი 18 ივნისი

17: 00 საათი „თბილისი სითი" -  „ზუგდიდი"

17:00 საათი „მერანი" - „გურია"

17:00 საათი  „სამტრედია" - „საბურთალო"

17:00 საათი  „გარეჯი" - „სპაერი"

ოთხშაბათი, 19 ივნისი

17:00 საათი „რუსთავი" - „სიონი"

17:00 საათი  „თელავი" - „ლოკომოტივი"

17: 00 საათი „მერანი თბილისი" - "დინამო თბილისი"

17:00 საათი „გაგრა" - „ტორპედო"