სამთო მოთხილამურეები და ფიგურული მოციგურავე სარაევოში გაემგზავრნენ
სამთო მოთხილამურეები და ფიგურული მოციგურავე სარაევოში გაემგზავრნენ

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრები და ფიგურებით მოციგურავე დღეს, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ფესტივალში, რომელიც 10-15 თებერვალს სარაევოში გაიმართება ქართველი სპორტსმენები სპორტის 2 სახეობაში იქნებიან წარმოდგენილები.

სამთო-მოთხილამურეების მაგატა ჯაფარიძის, ნინო კურტანიძის, სანდრო ჟორჟოლიანის, ნოდარ კოზანაშვილისა და გიორგი აბრამაშვილის გარდა, რომლებსაც ბოსნია-ჰერცოგოვინაში  მწვრთნელები ირაკლი ნასყიდაშვილი და იბრაგიმ ჯანიძეს ახლავთ თან, სლალომსა და გიგანტურ სლალომის დისციპლინებში იასპარეზებენ.

მათ გარდა, სარაევოში ძალებს კიდევ ერთ სახეობაში, ფუგურულ სრიალშიც მოსინჯავს ალინა ურუშაძეც.

სარაევოში გასამართ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში 8 სახეობაში, 46 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ოფიციალურად კვირას, 10 თებერვალს გაიხსნება. ქართველთა მედროშე ბოსნია-ჰერცოგოვინაში თამაშების გახსნისას, ქართველთა მედროშე სამთო-მოთხილამურე სანდრო ჟორჟოლიანი იქნება.

რაც შეეხება ასპარეზობას, პირველად თამაშებში მოთხილამურე გოგონები  გოგონები ჩაებმებიან. 11 თებერვალს სტარტი გიგანტურ-სლალომში იგეგმება.

11 თებერვალი - გიგანტური სლალომი (გოგონები)

12 თებერვალი - გიგანტური სლალომი (ვაჟები)

13 თებერვალი - სლალომი (გოგონები)

13 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა ( მოკლე პროგრამა)

14 თებერვალი - სლალომი (ვაჟები)

14 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა)

15 თებერვალი - პარალელური სლალომი (შერეული წყვილები)

ქართველთა დელეგაცია სარაევოდან 16 თებერვალს დაბრუნდება.