ელიგაში გასარკვევი მხოლოდ 8-9 ადგილები დარჩა
ელიგაში გასარკვევი მხოლოდ 8-9 ადგილები დარჩა
08.12.2018
ავტორი:

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე ცნობილი იყო ქვეყნის ჩემპიონის და ბოლოადგილოსანის ვინაობა. 35-ე ტურის შემდეგ ნათელი იყო ისიც, რომ გათამაშების ცხრილში ბოლო, დარჩენილ 36-ე ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად „დინამო თბილისი" 2018 წლის გათამაშების ვერცხლის მედლებს მიიღებდა. ბრინჯაოს მედლები კი, ქუთაისის „ტორპედოს" შეხვდებოდა. გუნდს, რომელიც TSFF.GE-ს აზრით, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონზე, ყველაზე მეტად იმსახურებდა ჩემპიონის ტიტულს.

თუმცა, კახა ჩხეტიანის გუნდისთვის, რომელმაც საფეხბურთო სეზონი ჩემპიონის რანგში დაიწყო, სტარტი არასახარბიელოდ გამოდგა. „ტორპედომ" ძალების მოკრება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად დაიწყო და ელიგის მესამე წრიდან „საბურთალოს" და „დინამო თბილისს" ნელ-ნელა მიუახლოვდა. თუმცა, ტორპედოელებს, ამ ჩემპიონატზე დრო და მატჩები არ ეყოთ. ელიგის ბოლო შეხვედრა, ქუთაისელებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კი მოიგეს დიდი ანგარიშით 4-0, მაგრამ მეორე ადგილზე გადმოსასვლელად, მათ უშუალო კონკურენტთან „დინამო თბილისთან", მიმდინარე სეზონში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებმა შედეგმა „უღალატა". რაც შეეხება ფოთის „კოლხეთი 1913"-ს, გუნდი, ბოლო ტურების მსგავსად „ტორპედოს" წინააღმდეგაც უმოტივაციოდ გამოვიდა. ასეც და ისეც, ფოთელებს მომავალი სეზონის თამაში, ახალ სტადიონზე, მაგრამ ერთი ლიგით დაბალ დივიზიონში, ლიგა 2-ში მოუწევთ.   




ახლა, 2019-2020 წლების სეზონზე ქუთაისელები ევროპა ლიგის ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას . თუმცა, ელიგაში დაკავებული მე-3 ადგილის მიუხედავადც, ქუთათურებს ამ ევროტურნირზე თამაშის უფლება ისედაც განაღდებული ჰქონდათ („ტორპედო" 2018 წლის საქართელოს დ. ყიფიანის სახელობის თაისის მფლობელია). შესაბამისად, ევროპა ლიგის საკვალოფიკაციო ეტაპის „დარჩენილი საგზური" საჩხერის „ჩიხურას" ერგო.

სოსო ფრუიძის გუნდმა, ეროვნულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა. ბოლო, შეხვედრა კი „ჩიხურამ" ბოლნისის „სიონს" 2-1 სახლში, ივანწმინდაში მოგო.  ევროტურნირის საგზურთან ერთად, ჩიხურელებმა ამ თამაშის შემდეგ, კიდევ ერთი წარმატება იზეიმეს. გიორგი გაბედავამ, რომელიც ელიგის 2018 წლის გათამაშების ბომბარდირთა სიას, დიდი ხანი ლიდერობდა და დინამოელი ბუდუ ზივზივაძის პოკერის შემდეგ მეორე ადგილზე გადავიდა, სწორედ, „სიონთან" შეხვედრაში მოახერხა დუბლის შესრულებად და დინამოელს გაუთანაბრდა.




„ჩიხურასთან" მარცხით, ბოლნისელებმა, რომლებიც ელიგას 2018 წელს დაუბრუნდნენ, თავი უხერხულ სიტუაციაში ამ მატჩს შემდეგ არ ჩაიგდეს. ელიგის დამთავრებამდე რამდენიმე ტიურით ადრე ცნობილი იყო, რომ ბოლნისელებს, 2- მატჩიანი პლეი-აუტის თამაში მოუწევდათ „გაგრასთან", რომელიც თავის მხრივ ლიგა 2-დან საუკეთესოებში დაბრუნებას ცდილობს.

თითქმის ინტრიგა დაკარგული ჰქონდა თბილისში, „დინამო თბილისისა" და გორის „დილას" შეხვედრას. არც ერთი გუნდისთვის, არანაირ შედეგს - არც კარგს და არც ცუდს, გუნდებისთვის რადიკალური ცვლილების გაკეთება არ შეეძლო. შესაძლოა ამიტომაც, ზაურ სვანაძემ, რომელიც დინამოელებს რამდენიმე შეხვედრაა თავკაცობს, თამაშის საშუალება იმ ფეხბურთელებს მისცა, ვისაც სეზონის მანძილზე ნაკლები დრო ჰქონდათ მოედანზე გატარებული. ფაქტია, რომ ამ მატჩში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „დინამო თბილისს" მთელი სეზონის მანძილზე მთავარი პრობლემა დაცვის ხაზში ჰქონდათ. რაც შეეხება გამოუყენებელ მომენტებს და არა, მხოლოდ ელიგის თამაშებში, არამედ ევროტურნირების დროსაც, ამ ჭრილში ბუდუ ზივზვივაძემ ოდნავ დააცხრო კრიტიკოსთა „ვნებები". თუმცა, ბოლო მატჩში დინამოელმა ვერ მოახერხა კიდევ ერთი გოლის გატანა და ამით ერთპიროვნულად 2018 წლის სეზონის ბომბარდირობა (არადა, რომ არა ძელს მოხვედრილი ბურთი, ბომბარდირთა სია სხვანაირად დაიწერებოდა), ბუდუ ზუვზივაძე, გიორგი გაბედავასთან ერთად 22 გატანილი გოლით წლის საუკეთესოა.




„დილასთან", შეხვედრა კი გორელებმა 1-2 მოიგეს და სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხურზე გასვლა შესძლეს.

ელიგის 2018 წლის გათამაშების ბოლო მატჩი მოიგო ქვეყნის, რიგით მე-9 ჩემპიონმა „საბურთალომ", რომელმაც ბოლო ტურში კარგა ხნის განწირული „სამტრედია" 1-4 დაამარცხა. ახლა, სამტრედიელებს  2-მატჩიანი პლეი-აუტის თამაში მოუწევთ „ვიტ ჯორჯიასთან". „საბურთალო" კი, ახალი სეზონიდან ჩემპიონის რანგში თავისი სიძლიერის დაცვას და პირველად კლუბის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშს შეეცდება.




ამ ტურის ბოლო მატჩში, „ლოკომოტივმა" „რუსთავი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამრაცხა.

მომავალი სეზონიდან ელიგას ბათუმის „დინამო" დაუბრუნდა. ელიგის 2018 წლის სეზონში მე-8 და მე-9 ადგილოზე გასული გუნდების ბედი კი 12 და 15 დეკემბერს, პლეი-აუტებში გაირკვევა.


მასალაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბების „ჩიხურას", „ტორპედოსა" და სფფ-ს ფოტოები