„ბებერი ქალბატონო“ ქართული თაობის მომავალს გამოცდილებას უზიარებს
„ბებერი ქალბატონო“ ქართული თაობის მომავალს გამოცდილებას უზიარებს

თბილისში, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ტურნირის „იუვენტისის" აკადემიის კემპი მუშაობს. 11-დან 16 სექტემბრის ჩათვლით „იუვენტუსის" თბილისურ კემპს 3 იტალიელი მწვრთნელი მატეო მერკურის, სორენტინო ფაბიოსა და მარკო პალმიერი უხელმძღვანელებენ.

90 ქართველი მოზარდი ამ დღეების მანძილზე, ჯგუფებად დაყოფილები, საქართველოში და არა მხოლოდ აქ, ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბის აკადემიის მწვრთნელებისგან „იუვეს" აკადემიის სამწვრთნელო მეთოდიკით საფეხბურთო ნიუანსებს, უშუალოდ გაეცნობიან.


აღნიშნული პროექტი, რიგით მეორეა ასევე იტალიური მილანის „ინტერის" საფეხბურთო სკოლოს კემპის შემდეგ, რომელიც თბილისში, 2018 წლის ივნისის ბოლოს გაიმართა. ორივე პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთია", რომელსაც ამ ჯერზე ტურინული კლუბის ქართული ფან-კლუბი დაეხმარა. თავის მხრივ, „იუვეს" ქართველ გულშემატკივართა კლუბი ამავდროულად ყველაზე ორგანიზებულია, საქართველოს მოქმედ სახვა უცხოურ ფან-კლუბებს შორის. „ბებერი ქალბატონის" პროექტის მხარდამჭერები თბილისის მერია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არიან.

პროექტის ორგანიზატორის „თავისუფალი ფეხბურთის" ერთ-ერთი წარმომადგენლის ლევან სეთურიძის თქმით (რომელსაც სხვათაშორის დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ვ. დარასელიას საფეხბურთო ტურნირზე სხვადასხვა სახელოვანი იტალიური საფეხბურთო კლუბების აკადემიების გუნდების ჩამოყვანაში „ინტერი", „ჯენოა"), არ გამორიცხავს, რომ „იუვენტუსთან" მიმართებაში, რომელსაც ერთ-ერთი ძლიერი ქალთა გუნდიც ჰყავს ევროპაში, მომავალ კემპში, გოგონებიც აქტიურად იქნებიან ჩაბმულები.

მანამდე, კი „იუვენტისის" თბილისური კემპის შემდეგ, ყველა მონაწილეს, პოპულარული იტალიური კლუბის ეკიპირება დაურიგდათ. კემპის დასრულების შემდეგ კი სერტიფიკატები და მედლები დაურიგდებათ.