ესპანეთის ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო
ესპანეთის ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო
24.04.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო "ლიგა ენდესაში" 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ. 


ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, დღეს, 24 აპრილს დაიწყო და 7  მაისამდე გაგრძელდება. ზემოთნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.


ამჯერად მიმდინარეობს ფანების გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini. 


ხმის მისაცემი ინსტაგრამის პირდაპირი ბმული: https://www.instagram.com/p/C6GZHofMoxC/ 


გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ: 


ანდროიდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.acb.www&fbclid=IwAR0aM93vNhZTTD-R_NuUmTTI6rdr7-v2aYiaR0KaNXnERSMalHIlqBq42Oo


IOS: https://apps.apple.com/app/id437202587?fbclid=IwAR2QVQyV5axG8XmlBGtd-G3bNMAFHftpVnoBW5kg3AoFZwIb9m06bTmBlLY


თითო ხმა ორად ჩაითვლება ლიგა ენდესას მიერ სპეციალურად შერჩეულ დღეებში: 25 აპრილს და 5 მაისს. 


გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.


მიმდინარე გამოკითხვის LIVE-შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ გვერდზე: https://mvpmovistar.acb.com/



არ დაგავიწყდეთ, ზემოთ მითითებულ გვერდებზე, ლიგა ენდესას ამ ბანერის ქვეშ დააკომენტარეთ: #MVPMovistar Giorgi Shermadini