დავითაშვილმა და კიტეიშვილმა ისევ გაიტანეს
დავითაშვილმა და კიტეიშვილმა ისევ გაიტანეს
25.04.2024
ავტორი: მარიამ მესხი


ევროპულ ჩემპიონატებში ქართველი ფეხბურთელები კვლავ ბრწყინავენ.


საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ", „დიუნკერკის" უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. დავითაშვილი საბერძნეთთან დაპირისპირების შემდეგ, საოცარ ფორმაშია და „ბორდოს" შემადგენლობაში ყოველ მატჩში გამორჩეულია. მარტის სანაკრებო მატჩებიდან ფრანგულ კლუბში დაბრუნების შემდეგ, ზურიკოს ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „დიუნკერკისთან" კი ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.


ფრაგმენტები მატჩიდან

 

ამ დროისთვის ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. მომდევნო ტურში კი ბორდო სტუმრად ლავალს დაუპირისპირდება.


უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა", რომელმაც სტუმრად „რაპიდი" დაამარცხა. ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ქართველი ნახევამრცველის გუნდს სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობის იდეალური შანსი მიიღო. გრაცის „შტურმის" უშუალო კონკურენტმა, „ზალცბურგმა" მისი შეხვედრა, „კლაგენფურტთან" ანგარიშით 3-4 დათმო, რითაც კიტეიშვილის გუნდმა ისარგებლა, მეტოქეს 3-1 სძლია და ჩემპიონატში სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. „კლაგენფურტთან" მატჩში ოთარ კიტეიშვილმა შორეული დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და მისი გუნდი კომფორტული სხვაობით დააწინაურა.


ფრაგმენტები მატჩიდან


მომდევნო ტურში, 28 აპრილს „შტურმი", სწორედ" „ზალცბურგს" სტუმრად დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა, ჩემპიონების შემთხვევაში კი, ოთარ კიტეიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშსაც გაინაღდებს.