„ჩიხურამ“ სამაშველო რგოლი გადმოაგდო
„ჩიხურამ“ სამაშველო რგოლი გადმოაგდო
20.07.2018
ავტორი:

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელმაც ევროტურნირების პირველი ბარიერის დაძლევა მოახერხა საჩხერის „ჩიხურაა".  სოსო ფრუიძის შეგირდებმა, ბევრისთვის მოულოდნელად და თუ რატომ, ამის შესახებ ცოტა უფრო ქვევით მოგახსენებთ, ორი თამაშის ჯამში იერუსალიმის „ბეითარ-ტრამპის" გათამაშებიდან გამოთიშვა მოახერხეს და ახლა, 26 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხზე, სლოვენიურ „მარიბორს" შეხვდებიან. „ჩიხურას" მომავალმა მეტოქემ, უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებიდან, მეზობელი ალბანეთის „პარტიზანი" გამოთიშა.

ევროტურნირების დაწყების წინ და ბუნებრივია, პირველი ეტაპის შემდეგ, ასე მოდაშიშემოსულ სოციალურ ქსელებში, კლავიატურაზე თითების კაკუნით და ცხოვრებაზე გამწარებულებმა და იქ ბოღმის ნთხევას შეჩვეულებმა, ქართული ფეხბურთის აპოკალიფსი დახატეს. მითუმეტეს, რომ უეფა-ს ევროტურნირები, მუნდიალის შემდეგ იღებდა სტარტს და საფეხბურთო მადაზე მოსულებს, უცბად, ძალიან ბევრი რამ დაგვავიწყდა. დაგვავიწყდა მაგალითად, რომ თანამეროვე ფეხბურთი არც მეტი, არც ნაკლები ბიზნესია. ბიზნესში კი თუნდაც, რომ წარმატებაზე არ იფიქრო და მხოლოდ ადგილზე შენარჩუნდე, სწორი გათვლები უნდა გააკეთო. ფეხბურთში, ეს გათვლები ტრანსფერებსა და მარკეტინგს უკავშირდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებია საქართველოში ერთიც და მეორეც სადღაც შორს, თაროზე აქვთ შემოდებული, თუმცა თუ ტრანსფერები ადრე შედარებით ნორმალური კეთდებოდა, მარკეტინგზე არც არავის უფიქრია მანამდე... ეს ყველაფერი, ქართულ კლუბებში, განურჩევლად ერთისა, მარტო მაშინ ახსენდებათ, როცა „კვერცხის დადების" დრო დგება და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზირისით.

დაწვრილებით მიჰყევით ბმულს