შერმოს მორიგი MVP და საუკეთესო მამუ...
შერმოს მორიგი MVP და საუკეთესო მამუ...
30.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის "ლენოვო ენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "მანრესა" დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფელებმა მანრესას სანტიაგო მარტინის არენაზე უმასპინძლეს და 100-87 მოუგეს.

216 სმ სიმაღლის ქართველმა 24 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 11 საჯარიმო და 8-დან 5 ორქულიანია. გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.


ასევე 21 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ აარონ დორნეკამპს.


„ტენერიფეს" 17 მოგება აქვს და სატრნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 2 აპრილს „ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან


***

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. „სან ანტონიო" საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზის" წინააღმდეგ 117-128 დამარცხდა., ქართველი ფორვარდი ტეხასელთაგანნერთ-ერტი საუკეთესო იყო. "მამუ" სათადარიგო იყო,  მოედანზე პირველი მეოთხედის მეექვსე წუთზე გამოჩნდა და მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა.


მამუკელაშვილმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა. სანდრომ 14 ნასროლიდან 7 ბურთის ჩაგდება მოახერხა. სანდრომ 7 სამქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 8 ორგანოდან 5 მიითვალა.


მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „იუტას" კალათბურთელი ჰალენ ჰორტონ-ტაკერი იყო, რომელმაც 41 ქულას მოუყარა თავი. „სან ანტონიოს" მხირიდან საუკეთესო მაჩვენებელი მალაკი ბრანამიმ დააფიქსირა - 21 ქულა.


უკვე გადაწყვეტილია, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი NBA-ს პლეი ოფში ვეღარ გავა. ამ მომენტისთვის ტეხასელებს 19 გამარჯვება და 57 მარცხი აქვთ, დასავლეთ კონფერენციაში კი მე-14 ადგილს იკავებენ.


მომდევნო მატჩს „სან ანტონიო" სტუმრად „გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.