
დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ქალებმა ქალები მონტენეგროში დასრულებულ ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატზე.
მერი არაბიძემ 11-იდან 8,5 ქულით, პირველობა გაინაწილა პოლონელ ოლივია კიოლბასასთან ერთად და პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროპის ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკეებიდან ფლობდნენ: 2003 წელს - ზურაბ აზმაიფარაშვილი, ხოლო 2017 წელს ნანა ძაგნიძე.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები გაინაწილა სალომე მელიამ. 7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი. სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველი მონაწილეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1 ადგილი - მერი არაბიძე - 8,5 ქულა; (+10 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
5 ადგილი - სალომე მელია - 8 ქულა; (+11 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
7 ადგილი - ლელა ჯავახიშვილი - 7,5 ქულა; (+2 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
28 ადგილი - ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა; (- 13 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
32 ადგილი - ლილე ქორიძე - 6,5 ქულა; (+69 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
106 ადგილი - ელენე წოწონავა - 5 ქულა; (+23 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
108 ადგილი - ნია დონღვანი - 4,5 ქულა; (+28 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
113 ადგილი - დიანა ლომაია - 4,5 ქულა; (+106 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
#ითამაშეჭადრაკი #მერიარაბიძე #სალომემელია #ლელაჯავახიშვილი #ევროპისქალთაჩემპიონატი
თბილისში ჩამოდიან 30 მარტს, 16:35 - სტამბოლი-თბილსის რეისით