ქალთა ეროვნული 21 სექტემებრს ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს
ქალთა ეროვნული 21 სექტემებრს ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს
14.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17 სექტემბერს, ქალთა შორის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ აღარ გაიმართება. თამაში, 2022 წლის ივნისამდე გადაიდო და მიზეზად, კოვიდ რეგულაციები დასახელდა. თუმცა, უეფა-ს გვერდზე, ჯერ თამაშის გადატანის შესახებ ინფორმაცია არ არის განახლებული.




შესაბამისად, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ახალი სანაკრებო ციკლის პირველ შეხვედრას 21 სექტემბერს გამართავს. გეტებორგის „გამლა ულევის" სტადიონზე, მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება.


ნაკრების სათამაშო კალენდარი


სასტარტო შეხვედრის გადადების თაობაზე ინფორმაციის მიუხედავად, გიორგი ჩხაიძემ ნაკრები, 8 სექტემბრიდან, 22 ფეხბურთელის შემადგენლობით შეკრიბა. ამ შეკრების დროს, გუნდში ერთი დებიუტანტია გამოძახებული, ხობის „კოლხეთის" მეკარე - ეკა თაბაგარი. ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ, შეკრებაზეა გამოძხებული ქუთაისის „მართვეს" მოთამაშე ლანა გორგაძეც.  რაც შეეხება ლეგიონერებს, ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრებთან ერთად, მხოლოდ, თამარ ტატუაშვილი და ტატა მატვეევა იმყოფებიან.

შეგახსნეებთ, რომ წილისყრის შემდეგ, ჩვენი ნაკრები  გუნდი A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა


მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)


მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მაია ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)


ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა)


თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო)