„საბურთალომ“ და „დილამ“ ქულები დაკარგეს
„საბურთალომ“ და „დილამ“ ქულები დაკარგეს
28.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ეროვნული ლიგის მე-14 ტურზე 2 მატჩი გადაიდო. თბილისში, „დინამო არენაზე" არ ჩატარდა ქართული დერბი, „დინამო თბილისსა" და „ტორპედოს" შორის. ბათუმში კი, არ შედგა ადგილობრივი „დინამოსა" და „ლოკომოტივის" დაპირისპირება. ორივე თამაში, 26 ნოემბერს არის ჩანიშნული.  ამ ვითარების შესაბამისად, ბათუმის ახალი სტადიონის ეროვნული ლიგის თამაშით გახსნა სამომავლოდ გადაიდო. თუმცა, ბათუმში ახალი სტადიონის დასრულებული მშენებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ოფიციალურად მოინახულა.


„დღევანდელ დღეს, არამარტო ბათუმელები არამედ თითოეული ჩვენთაგანი წლების განმავლობაში ველოდებოდით. ამაყი და ბედნიერ ვარ, რომ ბათუმელმა გულშემატკივარმა, რომლებიც ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან, მიიღეს, ის რისთვისაც ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის წარმატების საფუძველი იქნება", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს პრეზიდენტმა, რომელმაც 27 ოქტომბერს, ახალ სტადიონზე ქვეყნის პრემიერმინისტრს უმასპინძლა. 


სწორედ, ამ სტადიონზე გაიმართება, მე-14 ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმის „დინამოსა" და „ლოკომოტივს" შორის. 


თელავში, „საბურთალომ" მორიგი ქულები დაკარგა და გათამაშების ლიდერთა სამეულს კიდევ უფრო დაშორდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს, მე-8 წუთზე თელაველთა კარი, გაგი მარგველაშვილმა აიღო, კიდევ 8 წუთის შემდეგ „თელავმა" წონასწორობის აღება მოახერხა. ანგარიში, ირაკლი რუხაძემ აღადგინა.


მეორე ტაიმში, გოლები არა, მაგრამ უკვე მეორე შეხვედრაა, „საბურთალო" შეხვედრას 9 კაციან გუნდთან ასრულებს. თუმცა, განსხვავებით მე-13 ტურის შეხვედრისგან, რომელიც საბურთალოელებმა „დინამო არენაზე" გამართეს, ამჯერად მატჩი თავადაც კაცნაკლულებმა დაასრულეს. ამ შეხვედრაში საერთო ჯამში მსაჯს, 3 ფეხბურთელის გაძევება მოუხდა.


ახლა, „საბურთალო" მე-4 საფეხურზეა და მომდევნო ტურის შეხვედრაში, რომელსაც „ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს, არ ეყოლება ლაზარე კუპატაძე, რომელიც დღეს, 3 გაძევებულიდან, ერთ-ერთია.


ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც თბილისში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა, უგოლოდ, მშრალად 0-0 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ „დილამ" მატჩის მიწურულს მოახერხა გოლის გატანა, თუმცა, სტუმრები შეტევაში დაჯარიმდნენ და შესაბამისად, გოლიც არ ჩაითვალა. ამ ტურში, „დილამ" ქულები დაკარგა და ახლა სატურნირო ცხრილში, 1-2 პოზიციაზე მყოფ გუნდებს, რომლებსაც ნაკლები თამაშები აქვთ ჩატარებული 2 და 1 ქულით ჩამორჩება.


სატურნირო ცხრილი

ასევე იხილეთ


გიორგი არჯევანიძის ფოტო