„ბენე სპორტი“ მსხვილ სპორტულ საშუამავლო კომპანიად ყალიბდება
„ბენე სპორტი“ მსხვილ სპორტულ საშუამავლო კომპანიად ყალიბდება
26.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ცნობილი ხდება, რომ გამოცდილმა ქართველმა სპეციალისტმა კახა ჩხეტიანმა საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა  „ბენე სპორტთან". აღნიშნული ორგანიზაცია არის, არც თუ დიდი ხნის წინ დაფუძნებული სპორტული სააგენტო, რომელმაც თავდაპირველად, თავისი მომსახურება ფეხბურთელებს შესთავაზა, თუმცა, მალე მწვრთნელების მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა.


„ჩვენი სააგენტოს მომსახურების თემა, შემდგომში მდგომარეობს - ვემსახურებით, როგორც ფეხბურთელებს, ასევე, უკვე მწვრთნელებსაც და თუ აუცილებლობა მოითხოვს, კლუბებსაც საერთაშორისო ურთიერთობების გარკვევაში. ისევე, როგორც ფეხბურთელს სჭირდება მენეჯერი, იმისთვის, რომ მისი კარიერული წინსვლა განვითარდეს და ამისთვის, მას სჭირდება მომსახურება, იმავეს საჭიროებენ მწვრთნელებიც. შესაბამისად, ეს იქნება იურიდიული მომსახურება, პიროვნების წარდგენა შესაბამის წრეებთან და ა.შ. ის, რომ მწვრთნელს ჰქონდეს მომსახურება, ხელშეკრულება და შემდგომ, თუ რაიმე სადაო იქნება, იმ თემების გადაჭრაში მისთვის დახმარების გაწევა. მწვრთნელსაც, ისევე, როგორც ფეხბურთელს, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის უფლებებს ვიღაც იცავს", - ამბობს ირაკლი ლილუაშვილი, „ბენე სპორტის", მმართველი დირექტორი.


„ბენე სპორტისა" და გამოცდილი ქართველ სპეციალისტის, კახა ჩხეტიანის (2016 - წელი საქართველოს თასი,  2017 - საქართველოს ჩემპიონი ოქროს მედალი, სუპერთასი, 2018 - საქართველოს თასი, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, 2019 სუპერთასი) თანამშრომლობა არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, სპორტულ საშუამავლო კომპანიასა და მწვრთნელს შორის გაფორმებული.


„ისევე, როგორც ფეხბურთელებთან მიმართებაში, საქართველოში უკვე აპრობირებულია მსგავსი მომსახურება, მწვრთნელებთან მიმართებაშიც, ჩვენ ვიქნებით შუამავლები, რომ ორივე მხარე, იყოს კმაყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფიფა-ს რეგულაციის შესაბამისობაში იქნება. ჩვენ, მომავალშიც მზად ვიქნებით, დახმარება აღმოვუჩინოთ ნებისმიერ მსურველს და საფეხბურთო კუთხით იურიდიული კონსულტაციებიც გავუწიოთ. ასევე, მზად ვართ, საერთაშორისო ტრანსფერებზე ნებისმიერი ქართული კლუბის ინტერესებიც დავიცვათ", - ამბობს ლილუაშვილი.


კახა ჩხეტიანთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, „ბენე სპორტი" კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის აგენტი გახდა. თავად სააგენტო, რომელიც ის საფეხბურთო რგოლია, რომელიც ამ სფეროს აკლდა, მხოლოდ 3 თევა ფუნქციონირებს.