ტურში მხოლოდ „დინამო თბილისმა“ მოიგო
ტურში მხოლოდ „დინამო თბილისმა“ მოიგო
28.06.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი ფანცულაიას დუბლით, ქუთაისის „ტორპედომ" ეროვნული ლიგის 2020 წლის დაბრუნებულ სეზონში პირველი ქულა ჩაიწერა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე იმერეთის მთავარმა კლუბმა თამაშის გადარჩენა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა.  შეხვედრა „ჩიხურასთან", რომელსაც ასევე არასახარბიელო სტარტი ჰქონდა, ფრედ 2-2 დასრულდა.


ახლა ორივე გუნდს თითო-თითო ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში კვლავ, ბოლო ორ ადგილს იყოფენ. საერთოდ აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის მიერ დაბრუნებულ ჩემპიონატში, გუნდების უმეტესობ,ა არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ეროვნული ლიგის ლიდერთა მიმართ უფრო ითქმის, ვიდრე ამ სეზონზე, ძლიერთა შორის „ამოსულ" გუნდებზე.


რთული სათქმელია გუნდების თამაშის ხარისხზე ჩემპიონატის განახლებისთვის აუცილებელმა საკარანტინო პროტოკოლმა (რომელიც მეოთხე ტურის ბოლომდე გასტანს და გუნდები ასე ვთქვათ, საკარანტინო იზოლაციაში იქნებიან „ჩაკეტილები" და ეს ყველაფერი უსასრულობას ემსგავსება და ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს) იქონია გავლენა თუ, ახალდაწყებული ჩემპიონატის დროს იძულებითმა შესვენებამ, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის გუნდებს მე-3 ტურის მატჩებში გულშემატკივრის გარდა, რომელთა დასწრებითაც არც ისე განებივრებულები იყვნენ, ახლა სხვა „მარილიც" აკლდა. ალბათ, არ იწყენენ ფეხბურთელები და არც მე მინდა ვიფიქრო, მაგრამ ეს „მარილი" პანდემიიდან გამომდინარე შეკვეცილი ხელფასები არ უნდა იყოს. შესაბამისად, იმედი, რომ მომდევნი ტურებში ელიგაში მოასპარეზე გუნდები ნელ-ნელა ტონუსში მოვლენ, მინდა არ დავკარგო. მითუმეტეს, რომ აგვისტოში ოთხ გუნდს უეფა-ს ევროტურნირებზე უწევს ასპარეზობა.


შესაბამისად ახლა სწორედ იმ ოთხ გუნდზე შევეცდები მოკლედ აზრის თქმას, რომლებსაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებზე მოუწევთ ასპარეზობა.


მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ახალი სტადიონი აპრილში უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში და პანდემიის პირობებშიც კი, იქ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები არ შეჩერებულა, აჭარულმა „დინამომ" კვლავ ანგისაზე ითამაშა „თელავთან" და შესაბამისად, ბათუმელ გულშემატკივარს, ტრადიციულად სტადიონის სიახლოვიდან შეეძლოთ გუნდის გამხნევება. თუმცა, ამისდა მიუხედავად, გეგუჩაძის გუნდმა საკმაოდ, არასტაბილური თამაში აჩვენა. თუმცა, თითქმის ისეთივე, როგორიც მეორე ტურში, თბილისში, „დინამო არენაზე". მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა, მთელი ტაიმის განმავლობაში, გია გეგუჩაძის გუნდმა მეტი ვერაფრის გაკეთება შეძლო. უფრო მეტიც, მეორე ტაიმში გილოც კი გაუშვა და რიგ მომენტებში, რამდენიმე რგოლში სერიოზული შეცდომებიც აჩვენა, რაზეც სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გია გეგუჩაძის სამწვრთნელო გუნდს ფიქრი და გამოსწორება მოუწევს. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.


ფერედ 1-1 დასრულდა სადებიუტო შეხვედრა სოსო ფრუიძისთვის, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სეზონის მე-3 ტურამდე, „ლოკომოტივი" ქულების მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობდა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რთულ მატჩს ელოდა თბილისურ „მერანთან". თუმცა, ალბათ, არც ისე რთულს, როგორ მდგომარეობაშიც რეალურად მისი გუნდი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში აღმოჩნდა. შეხვედრის  ამ მონაკვეთში, სტუმრები, ფრუიძის გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. უფრო, მეტიც „ლოკომოტივი" ბოლო წუთებში გოლს გადაურჩა. თუმცა, არაა გამორიცხული არც ის, რომ იძულებითი შესვენებით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ამ მატჩში „ლოკომ" ძალები, შედარებით „სერიოზული" სპარინგისთვის, მე-4 ტურისთვის შეინახა, რომელშიც ის, „დინამო არენაზე" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისს" უნდა შეხვდეს.


„დინამო თბილისმა" კი, მიმდინარე სეზონში, პირველი გამარჯვება მოიპოვა. თბილისურ დერბიში, ჩემპიონმა „საბურთალო" მშრალი ანგარიშით, 0-3 მიხეილ მესხზე დაამარცხა. ამ ტურის შემდეგ სპორტული მედიაც და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დალაგებულ და კარგ თამაშს სწორედ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი" აჩვენებს. თუმცა, პირადად ჩემი გადმოსახედიდან, „დინამო თბილისმა" სეზონი მაინც მძიმედ დაიწყო და არც ამ ტურში, თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან აჩვენა ის თამაში, რომლის პოტენციალიც აშკარად აქვს. იმის ფონზე, რომ გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, დინამოელებმა, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. პირადად ჩემი სიმპათია თბილისელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვიტორ პერნამბუკომ აჩვენა. თუმცა, კარგად გამოიყურებოდა 19 წლის ანზორ მექვაბიშვილიც. ბუნებრივია, არ შემიძლია არ აღვნიშნო გიორგი კუციას საჯარიმოთი გატანილი გოლი, რომელიც ამ ტურის საუკეთესო გოლთა შორის, ალბათ, აუცილებლად მოხვდება. ასეა თუ ისე, კახა ჩხეტიანს ევროტურნირებისთვის კიდევ ბევრის „დალაგება" მოუწევს და ამას გარდა, მომდევნო ტურში, კიდევ ერთ უშუალო კონკურენტთან „ლოკომოტივთან" თამაში.

 

"დილა" - "სამტრედია" 1-1


გათამაშების ცხრილი

 

ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის კალენდარი