არველაძემ ქართველი დაიმატა
არველაძემ ქართველი დაიმატა
10.02.2020
ავტორი: თ.ჯ.

„დინამო თბილისის" აკადემიის ყოფილი მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი, „ფახთაქორში" იმუშავებს. ამის შესახებ, ინფორმაცია უზბეკეთის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გააკეთა.


„ჩვენ გუნდს კიდევ ერთი, ქართველი მწვრთნელი ვახო იაგორაშვილი შემოუერთდა. აჩისთან და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად, ის ჩემი მესამე ქართველი ასისტენტი იქნება. ფახთაქორში ვახო სკაუტინგს გაუძღვება და ჩვენი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ ანალიტიკურ სამუშაოს შეასრულებს. წარმატებები მას ახალ კლუბში", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ვახტანგ იაგორაშვილი, „ვიტალი დარასელიას თასის" 2019 წლის გათამაშება მოიგო. ამის შემდეგ, ქართველი მწვრთნელმა კარიერა პოლონურ „კორონაში" გააგრძელა. ბოლო ინფორმაციით, კი იაგორაშვილი, შოთა არველაძის გუნდს შეუერთდა.