ევრო 2020 ქართველების გამარჯვებით დაიწყო
ევრო 2020 ქართველების გამარჯვებით დაიწყო
14.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებთან მოიგეს.


დაძაბული მატჩი, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის შემეგ 5-5 დასრულდა. მეორე ტაიმში კი ქართველთა გუნდმა მეტი მობილიზება შეძლო და საბოლოოდ ფრანგებზე 2-ბურთანი სხვაობით, 7-9 გაიმარჯვე.


ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრები, D ჯგუფში ასპარეზობს და საფრანგეთის გარდა, ჩვენს გუნდს, მატჩების გამართვა იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებთანაც მოუწევთ. 


მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 16 იანვარს საბერძნეთს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 19:00 დაიწყება. ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, ჩვენი წყალბურთელები 18 იანვარს, თბილისის დროით 17:30 წუთიდან დაიწყებენ და მათი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.


ჯგუფში პირველ შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი წყალბურთში, იტალიის ნაკრები, საბერძნეთს დაუპირისპირდა.