ვაისის ბოლო მატჩები ოცნების „ორ ნაბიჯამდე“
ვაისის ბოლო მატჩები ოცნების „ორ ნაბიჯამდე“
06.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში შეიკრიბება და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრისათვის მოემზადება. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ლაშა დვალი  ვერ დაეხმარებიან.


სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა დღეს იმ 25 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელსაც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში უხმო. გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის არიან:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)


მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)


თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)


ფედერაციის ოფიციალური გვედრი 25 კაციანი შემადგენლობის გარდა კიდევ 6 ფეხბურთელის ვინაობას ამხელს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეროვნულის ძირითად ბირთვს ჩაანაცვლებენ. ესენი არიან: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი).


შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრები ციურიხიდან შორიახლოს სენტ გალენში 15 ნოემბერს ითამაშებს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ხორვატიაში, კერძოდ, ზღვისპირა პულაში გადაინაცვლებს სადაც წლის ბოლო, ამჯერად ამხანაგურ შეხვედრაში, ხორვატიას დაუპირისპირდება.