საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პოლონელი თანატოლები 2-1 დაამარცხეს
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პოლონელი თანატოლები 2-1 დაამარცხეს
10.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, 10 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში პოლონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა.

შეხვედრა, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამიმართა და  ორმხრივი შეტევებით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სტუმრებმა, მე-17 წუთზე გახსნეს  (გოლი პოლონელმა თავდამსხმელმა ბარტოშ ბიალეკმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ახლო მანძილიდან აიღო ლუკა კუტალაძის კარი),  საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ტაიმში მოახერხა. 34-ე წუთზე პოლონელთა კარში, გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა, გამარჯვების გოლი რამაზ სვანაძის გუნდმა გაიტანა. 67-ე წუთზე გოლი ირაკლი აზაროვის შორეული გადაცემით, შეცვლაზე შემოსულმა, გიორგი იაკობიძემ გაიტანა.

მატჩი, ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მე-13 ჯგუფში უნგრეთის, ხორვატიისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 9-15 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.



საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა: კუტალაძე, კაპანაძე, გელაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, მესიაჩენკო, ჯანგიძე, გაგუა, კალანდაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ლომიძე, მიქაია, ჭავჭანიძე, ნონიკაშვილი, გაგნიძე, იაკობიე, მამულაშვილი, აწყურელი, კანდელაკი, ლომთაძე, ლომინაძე, ჭინჭარაული

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე