ფესტივალის ფილმები -2017

 

მდგმურები / Lodger


 

• მწარმოებელი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი / Production : Georgian Public Broadcaster
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი - 30 წუთი / Running time: 30 min
• რეჟისორი - ლევან ახობაძე, სცენარი -ზაზა ჯღარკავა / Director: Levan Akhobadze, Script - Zaza Jgarkava
დაქირავებული სტადიონი, არენდით აღებული ინვენტარი და საბანკო სესხად გადაქცეული ჰონორარები. ეს საფეხბურთო გუნდის „ფოთის კოლხეთი 1913 -ის" ყოველდღიურობაა. მსოფლიოში ერთ - ერთი უძველესი გუნდი უკვე მეოთხე წელია საკუთარი სტადიონის გარეშეა დარჩენილი . ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად, გუნდი იძულებულია გამოსავალი სხვა ქალაქებში ეძიოს ან იქვე , ფოთში „რაგბი არენას" შეაფაროს თავი. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები საფეხბურთო ეპოპეაც სწორედ „რაგბი არენაზე" გათამაშებულ ისტორიაზეა.
Hired stadium, leased equipment and fees transferred into a bank loan. It's a daily life of football club "Kolkheti Poti 1913". One of the oldest club of the world almost fourth year is without it's own stadium. The team is forced to seek a solution to other cities or in Poti at "Rugby Arena". Football epic shown in documentary starts from the history played at "Rugby Arena".



გლადიატორები / Gladiators


 • წარმოების წელი - 2014/ Release Date :2014
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომენტრაჟი - 5 წუთი / Running time: 5 min
• ავტორი, ოპერატორი და რეჟისორი: გელა ლაბაძე/ Author, Operator and Director - Gela Labadze
ყველა დიდ გუნდს, ნებისმიერ ქყვეყანაში აქვს ერთი ტრიბუნა, სადაც მოქცევის განსაკუთრებილი წესებს იცავენ. თამაშზე მოდიან ბევრად ადრე, ვიდრე სხვა გულშემატკივარი, უსმენენ წამყვანს, აცვიათ ერთი გუნდის ფერებში და ქომაგობენ კონკრეტულ გუნდს. ფილმი ლურჯ-თეთრ ლეგიონს გვაცნობს, გლადიატორებს, რომლებიც დარში თუ ავდარში, 90 წუთი თავისი კლუბის, დინამო თბილისის გვერდით არიან.
In their country, each big team has one tribune, where fans comply with special rules. They come to match much earlier than other spectators, listen to the anchor and support players wearing clothes in the team's colours. The film acquaints us the blue-white legion, Gladiators, who stand for their club- Dinamo Tbilisi, for the whole 90 minutes, despite the weather or any other factor.  


გოგშელა vs გოგშელა / Gogshela VS Gogshela

 

• წარმოების წელი: 2016 / Release Date: 2016
• ქვეყანა: საქართველო / Country : Georgia
• ქრონომეტრაჟი : 8 წუთი/ Running time: 8 min
• რეჟისორი და მხატვვარი: მარიამ ორაშვილი, დამხმარე ოპერატორი: გიორგი თინიკაშვილი, ჟურნალისტები: დოდო ცაბაძე ნათია გორდელაძე ანა მირზაშვილი, ფოტოგრაფი: თამარ ხადური, ლოკაციები: ნინი ნეგლარიშვილი / Director and ard director: Mariam Orashvili, Camera assistant: Giorgi Tinikashvili, Journalists: Dodo Tsabadze, Natia gordeladze, Ana mirzashvili. Photographer: Tamar Khaduri. Location Manager: Nini neglarishvili.
ფილმი გადაღებულია გორის 12-ე სკოლის მოსწავლეების მიერ, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის პროექტის "კინო სკოლაში" ფარგლებში. ფილმი ასახავს პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის გიორგი გოგშელიძის სპორტული კარიერის თანმხლებ ემოციებს. იგი საკუთარ ვაჟს გამოწვევას უგზავნის ლონდონის ოლიმპიადიდან, რომ გაამუმჯობესოს მამის მიღწევები.
The picture is filmed within Georgian National Film Center's project "Cinema School" by the 12th grade pupils from Gori. The film shows us the accompanying emotions of sporting career of Giorgi Gogshelidze - Beijing Olympics' vice champion. While being at the London Olympics, he sends challenge to his son, young Gogshelidze, to improve father's achievements.

 

ფეხბურთის ბაბუ / Grandfather of the football


• წარმოების წელი: 201/ Release Date:
• ქვეყანა: საქართველო / Country : Georgia
• ქრონომენტრაჟი - 4.30წუთი / Running time : 4.30
• ავტორი, ოპერატორი და რეჟისორი - ზაზა თოდუა / Author, Operator and Director - Zaza Todua.
ფილმი მოგვითხრობს ზურაბ მამულაშვილზე, რომელმაც ცალი ფეხი ბავშვობაში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. მიუხედავად ამისა, მან დასძლია ყველა სიძნელე და ცალი ფეხით დღემდე თამაშობს ფეხბურთს, ასევე პარაოლიმპიურ თამაშებშიც მონაწილეობს.
The film is about Zurab Mamulashvili, The man who lost his foot in his childhood during an accident. In spite of difficulties , he managed to overcome difficulties and he plays football with only one foot till today. He also participates in paralympic games.

 

შიდო / Shido

 

• წარმოების წელი: 2016/ Release Date: 2016
• ქვეყანა: საქართველო / Country : Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running Time:
• ფილმის ავტორი: მიხეილ ნიკოლეიშვილი, პროდიუსერი: გიორგი ზურაბიშვილი, ოპერატორი: ლუკა ნაკაშიძე, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა / Author: Mikheil Nikoleishvili. Producer: Giorgi Zurabishvili. Operator: Luka Nakashidze. Film editor: Noe Tsanava.
დოკუმენტური ფილმი ქართველ ძიუდოისტებზე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს, ყაზანში მომზადდა. ფილმში ნაჩვენებია, ნაკრების შიდა სამზარეულო, მზადება ტურნირისთვის, უშუალოდ შეხვედრებისთვის, ორთაბრძოლები და ის, თუ რა ხდება საჭიდაო ხალიჩის მიღმა. საპორტსმენთა ურთიერთობები, ემოციები, განწყობა და დამოკიდებულება ფილმს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
The documentary feature about Georgian Judoists was filmed during the European Championship- 2016 in Kazan. The film shows us tournament preparations, judo combats and everything, happening outside judo mat and inside the team. Athlete's relationships, emotions and attitudes make film more interesting.

 

მეშვიდე ერი / The Seventh Nation

• წარმოების წელი: / Release Date
• ქვეყანა: საქართველო / Country : Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running time
• ფილმის ავტორი: ლუკა ჭოჭუა, პროდიუსერები: გიორგი ზურაბიშვილი, მარიცა კვანტალიანი, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა, ოპერატორები: ლუკა ნაკაშიძე, ნიკოლოზ თაბუკაშვილი და ალექსი შერვაშიძე, ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი / Author: Luka Tchotchua. Producers: Giorgi Zurabishvili, Maritza Kvantaliani. Editor: Noe Tsanava. Operators: Luka Nakashidze, Nikoloz Tabukashvili & Alex Shervashidze. Sound Designer: Giorgi Kancheli.
• ფილმის გახმოვანება: დავით ველიჯანაშვილი, ნიკოლოზ წერედიანი. / Voice: Davit Velijanashvili, Nikoloz Tserediani.
დოკუმენტური ფილმი „ბორჯღალოსნების" შესახებ მომზადდა 2016 წლის ნოემბრის ტესტების დროს. იაპონიასთან, სამოასა და შოტლანდიასთან გასამართი მატჩებისათვის მზადება, უშუალოდ მატჩები, მიმოხილვა, ექსპერტთა შეფასებები, ნაკრების შიდა სამზარეულო ფილმის თემებია. მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, არის, თუ არა მზად, საქართველოს ნაკრები ითამაშოს ექვს ერში. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ასევე შოტლანდიაში.
Documentary feature about "The Lelos" was filmed during the test matches in November, 2016. The preparations for matches against Japan, Samoa and Scotland, the matches itself, reviews, expert assessments and occurrences inside the team are the main themes of "The Seventh Nation". The most important question in the film is whether Georgia is ready or not to play in "The Sixth Nation". The shooting passed both as in Georgia , as in Scotland.

 

კაპიტანი / The Captain

• წარმოების წელი: / Release Date:
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running time:
• ავტორი: ხატია ალადაშვილი, ოპერატორი: ალექსანდრე შერვაშიძე, ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა. / Author: Khatia Aladashvili. Operator: Alexandre Shervashidze. Sound designer: Giorgi Kancheli. Film editor: Noe Tsanava.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და არნემის „ვიტესის" მოთამაშის გურამ კაშიას პორტრეტი. გადაღებები მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ასევე არნემში. ჩანახატში, ის გარემოა ასახული, რომელშიც იმყოფება ქართველი ფეხბურთელი. ის, რომ კაშია არნემში ნამდვილი ვარსკვლავია, გადამღები ჯგუფიც დარწმუნდა: ჰოლანდიური ჩემპიონატის მატჩს დაესრწრო ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობით.
The portrait of Guram Kashia - the player of Georgian National Football Team and "Vitesse Arnhem". The film was shot both as in Georgia, as in Arnhem, Netherlands. The environment around Georgian player is described in the film. During the filming sessions, crew attended Dutch championship match, taking part Georgian footballer in it, which made them sure, that Kashia is the real star of Arnhem.

ოქროს ბიჭი / The golden boys


( ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პორტრეტი) / (The portrait of Vladimer Khinchegashvili)
• წარმოების წელი: 2017 / Release Date: 2017
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running Time:
• ავტორი: მიხეილ ნიკოლეიშვილი, ოპერატორი: ლუკა ნაკაშიძე, ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი, მონტაჟის რეჟისორი: დავით ვაშაკიძე. / Author: Mikheil Nikoleishvili. Operator: Luka Nakashidze. Sound designer: Giorgi Kancheli. Film editor: Davit Vashakidze.
პორტრეტი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრზე, ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე საქართველოში, საერთაშორისო ტურნირებზე და რიოს ოლიმპიადის მსვლელობისას არის მომზადებული. ბავშვობა, ყოველდღიური ცხოვრება, წვრთნა, ეს ის თემებია, რის შესახებაც ლადო თავადვე უყვება მაყურებელს.
The portrait of the Georgian Freestyle Wrestlers' Team's member - Olympic champion Vladimer Khinchegashvili was filmed not only in Georgia, but abroad too, during the International Tournaments and The Summer Olympics (Rio 2016) . His childhood, everyday life and training - are the main themes, Lado (Vladimer) is telling us about
.

ზაზას მოსმა / Zaza's paddle

• წარმოების წელი: / Release Date:
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running time:
• ავტორები: მიხეილ დუმბაძე და ხატია ალადაშვილი, ოპერატორი: ალექსანდრე შერვაშიძე, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა / Authors: Mikheil Dumbadze and Khatia Aladashvili. Operator: Aleqsandre Shervashidze. Film editor: Noe Tsanava.
ზაზა ნადირაძემ, რიოს ოლიმპიური თამაშების დროს, მოახერხა ის, რომ მის შესახებ, საქართველოში ლაპარაკი დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ საწყლოსნო სახეობები ქართველებისთვის უცხო არ იყო, მისმა წარმატებულმა გამოსვლამ ოლიმპიადაზე ნიჩბოსნობისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაარღმავა. ჩანახატში, ზაზა, თავად ჰყვება, როგორ მოხვდა ამ სპორტში და როგორ შეძლო მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს შორის მოხვედრა.
During The Olympics, Zaza Nadiradze made people in Georgia talk about him. Despite the fact, that Water Sports was not unknown in Georgia, his appearance in Olympics raised the interest toward Rowing. In the picture, Zaza is speaking about getting involved in this sport and explains how he could manage taking place between one of the best athletes of the world.

 

ლიპო / Lipo

• წარმოების წელი: / Release Date:
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running time:
• ავტორი: მარიცა კვანტალიანი, ოპერატორები: ლუკა ნაკაშიძე, ალექსანდრე შერვაშიძე, ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა. / Author: Maritsa Kvantaliani. Operators: Luka Nakashidze, Aleqsandre Shervashidze. Sound designer: Giorgi Kancheli. Film editor: Noe Tsanava.
ძიუდოისტთა ნაკრების წევრის, ვარლამ ლიპარტელიანის პორტრეტი საქართველოში და ასევე პარიზში, დიდი სლემის მიმდინარეობის დროსაა მომზადებული. ოლიმპიურ თამაშებში მიღებული გამოცდილება და იმედგაცრუებები, საერთაშორისო ტურნირები და გარემო, ურომლისოდაც სპორტსმენის ცხოვრება წარმოუდგენელია, ჩანახატის მთავარი თემებია, რომელსაც ავტორი თავად გვიამბობს.
The portrait of Varlam Liparteliani - the member of Judo team was made both in Georgia and Paris, France, during the Grand Slam tournaments. The main themes of the picture that author tells us are: experience gained in The Olympics and its accompanying disappointment, international tournaments and the environment, athlete's life is unimaginable without.

 

რეკორდი / Record

• წარმოების წელი: / Release Date:
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running time:
• ავტორები: ხატია ალადაშვილი და მიხეილ დუმბაძე, ოპერატორი: ალექსანდრე შერვაშიძე, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა. / Authors: Khatia Aladashvili and Mikheil Dumbadze. Operator: Aleqsandre Shervashidze. Film editor: Noe Tsanava.
პორტრეტი ოლიმპიურ ჩემპიონზე, ძალოსან ლაშა ტალახაძეზე, სპორტსმენის მშობლიურ კუთხეში, საჩხერეშია მომზადებული. სპორტის ქართველმა გულშემატკივარმა, კარგად იცის, რომ საჩხერე, ძალოსნობაში უმაღლესი ტიტულებით, ლაშამდეც განებივრებული იყო. გადამღები ჯგუფი კი, რიოში, ლაშას დიდი წარმატების მოწმე თავადაც გახდა.
The portrait of Olympics' Champion, weightlifter Lasha Talakhadze is filmed in his native land - Sachkhere. Georgian Sport's fandom knows well, that Sackhere was famous for the highest titles in Weightlifting before Lasha's appearance in Tournaments, but the film crew witnessed Lasha's amazing success and victory in Rio.

 

მთამსვლელი / The Climber


• წარმოების წელი: 2017 / Release Date: 2017
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running Time:
• ავტორი: ხატია ალადაშვილი, ოპერატორი: ალექსანდრე შერვაშიძე. ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი, მონტაჟის რეჟისორი: დავით ვაშაკიძე. / Author: Khatia Aladashvili. Operator: Aleqsandre Shervashidze. Sound designer: Giorgi Kancheli. Film editor: Davit Vashakidze.
ალპინიზმი, სპორტის იმ სახეობებს განეკუთვნება, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს. შესაბამისად, მასებში ვერ სარგებლობს ისეთი პოპულარობით. არჩილ ბადრიაშვილს და მის მეწყვილე გიორგი ტეფნაძეს ბოლო დროინდელ შედეგებს თუ გადავხედავთ, მათ „ჩემპიონთა ლიგის თასი" ბოლო ორ წელიწადში რამდენჯერმე აქვთ აღებული. ჩანახატში გამოყენებულია თავად მთამსვლელის მიერ, სხვადასხვა მარშრუტების დროს გადაღებული მასალა.
Alpinism is one of the sports without spectators and correspondingly to this, it is not popular in the masses. If you look at the last results of Archil Badriashvili and his pair Giorgi Tepnadze, you will be convinced that they earned "Champions Cup" few times in the last 2 years. The alpinists' own shots, taken in different places of various routes were used in the film.


დათა ქაჯაია / Data Kajaia

• წარმოების წელი: 2017 / Release Date: 2017
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running Time :
• ავტორი: ლევან ღუდუშაური, ოპერატორები: ნიკოლოზ თაბუკაშვილი, ლუკა ნაკაშიძე, ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი, მონტაჟის რეჟისორი: დავით ვაშაკიძე. / Author: Levan Ghudushauri/ Operators: Nikoloz Tabukashvili, Luka Nakashidze. Sound designer: Giorgi Kancheli. Film editor: Davit Nakashidze.
URBANსპორტის საქართველოში, რუსთავის ავტორდომზე გამართულ TCR-ის სერიასა და ყველაზე წარმატებულ ქართველ მრბოლელეზე, დათა ქაჯაიაზე მოგვითხრობს.
The film is about Urban Sport's TCR Series, held on Rustavi's race track, in Georgia and about the most successful Georgian racer - Data Kajaia.

ოფროუდი / Off-Road

• წარმოების წელი: / Release Date:
• ქვეყანა: საქართველო /Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running Time:
• ავტორი: ლევან ღუდუშაური, ოპერატორები: ლუკა ნაკაშიძე, ალექსანდრე შერვაშიძე, ხმის რეჟისორი: გიორგი ყანჩელი, მონტაჟის რეჟისორი: დავით ვაშაკიძე / Author: Levan Ghudushauri. Operators: Luka Nakashidze, Aleqsandre Shervashidze. Sound designer: Giorgi Kancheli. Film editor: Davit Vashakidze.
ოფროუდი, ექსტრემალური სანახაობა და ბევრი ადრენალინი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ჩანახატი კახეთში, გომბორზე, სპეც მონაკვეთში და მუხათგვერდში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული „რეინ ფორესტ ჩელენჯის" ეტაპზე, რომელსაც საქართველომ პირველად უმასპინძლა.
Off-road, extreme show and much adrenaline. The sketch about the stage of world's most prestigious "Rainforest Challenge" that Georgia hosted for the first time. "Off-Road" was filmed on Gombori Range, special section in Mukhatgverdi, Kakheti.

Cliff Diving


• წარმოების წელი: / Release Date:
• ქვეყანა: საქართველო / Country: Georgia
• ქრონომეტრაჟი: / Running Time:
• ავტორი: ლევან ღუდუშაური, ოპერატორი: ლუკა ნაკაშიზე, მონტაჟის რეჟისორი: ნოე ცანავა. / Authors: Levan Ghudushauri. Operator: Luka Nakashidze. Film Editor: Noe Tsanava.
„კლდიდან ყვინთვა", ბუნებრივი სიმაღლიდან წყალში ხტომაა. სიუჟეტი მომზადდა ბოსნია ჰერცოგოვინაში, მსოფლიო სერიის ბოლოს წინა ეტაპის მიმდინარეობისას. ტურნირში, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი დაივერი მონაწილეობდა. როგორი ისტორია და განვითარება აქვს სპორტის ამ სახეობას და რა საერთო აქვს მასთან საქართველოს, ამ ფილმშია მოთხრობილი.
Cliff Diving is jumping in to water from a natural cliff. The feature was made during the last but one stage of World Series in Bosnia and Herzegovina. Almost every leading diver was taking part in the world tournament. What is the story of this kind of sport? How it is supposed to develop? And what it has in common with Georgia? The answers to these questions are given in the film.