2008

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალინიამორი”- 2008 

“Crossing the Lines” თუ “Coast to Coast” - თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების საერთაშორის ფესტივალისნიამორისცხრაკაციანი ჟიურიდან, ფესტივალის პარტნიორი საინფორმაციო სააგენტონოვოსტი გრუზიასოფისში, მართალია მხოლოდ 5 წევრი მსჯელობდა ამ ფილმებიდან რომელი გამხდარიყო საიუბილეონიამორისგამარჯვებული, თუმცა საბოლოო არჩევანში მოულოდნელად საზღვარგარეთ გამგზავრებული 4 “მსაჯულისდა საქართველოს ტურისტულ-ექტრემალურ პოტენციალში ყველაზე კარგად გარკვეული საბა კიკნაძის არგუმენტებმა გადაწონა.

 “Crossing the LInes” ეს ის ფილმი არაა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი ხან კლდეზე ცოცავს, ხან მდინარეზე ნავებით ეშვება, ხან მწვერვალებს ლაშქრავს, ყინულზე ცოცავს?... და მთელს ევროპაში მოგზაურობს? ფესტივალის იდეა შემახსენეთ ერთი? ჩვენთან სპორტის და ტურიზმის ამ სახეობების განვითარება ხომ? ჰოდა, მაშინ რაზე ვფიქრობთ, ეს ფილმი უნდა გახდეს იმის მაგალითი, რომ ჩვენთან ამის გაკეთეთება 2-3 დღეშიც შესაძლებელია.. ერთი რასაც საქართველოში განვითარება არ უწერია სერფინგია,”- დაასკვნა საბამ და მას ყველა დაეთანხმა. თუმცა, ეს იყო ბოლოს.

მანამდე კი, ადრეული სამზადისის მიუხედავად (ფესტივალი თადარიგის დაჭერას 2007 წლის ოქტომბრიდან შეუდგა), რიგით მეხუთე ფესტივალის ორგანიზება განსაკუთრებულად მძიმედ დაიწყო... იდეა ყველას მოსწონდა (ეს ბიზნეს-სექტორში), თანაც ფესტივალის თემატიკა სახელმწიფო პრიორიტეტშიც შედიოსო (ამასაც აყოლებდნენ), მაგრამ ზოგი იძახდა ბიუჯეტში არ გვაქვს გათვლილი და ზოგიც - ჩვენ ჩვენსას ვატარებთო (ეს ძირითადად სათხილამურო ტურნირს ეხებოდა). ისე, “ნიამორისსასახელოდ უნდა ითქვას, რომ თუ მედია ტურნირამდე ჩვენთან მხოლოდ საქართველოს პირველობა, ტრადიციულიფიფიას”, “აბუს”, “სუხიას” , “ხაბეიშვილისდაარქიტექტორების”  ტურნირები ტარდებოდა, მედია სათხილამურო სტარტის შემდეგ .. კორპორატიული ტურნირების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ გუდაურში შაბათ-კვირას ნამდვილი თრეფიკი იყო...

ალბათ, აქვე ერთს ვიტყვი კიდევ გულისტკივილით და ამ თემას მეტჯერ აღარ დავუბრუნდები. სწორედ, ამ კორპორატიული ტურნირების გასაშუქებლად, ქართული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები თითქმის სამი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირასჩაყრიდნენხოლმე მედიის წარმომადგენლებს ტრანსპორტში და შემდეგ, უცხოეთში განთავსებულ ჰედ-ოფისებში თავის მოსაწონებლად ჩემს კოლეგებს სტატიებსაწერინებდნენ”, და ზურგს უკან მათ ლანძღვა-გინებას უნდებოდნენ... საბოლოოდ, ამ ჟურნალისტებისთვის სიმბოლური თანხაც კი ვერ მოიძიეს ბიუჯეტში (ერთადერთი გამონაკლისი "ყაზბეგი ჯგუფია"), რომ პატარა, საკუთარი ზეიმი მედიასაც ჰქონოდა. ჰოდა, გინდა პოზიციად ჩამითვალეთ, გინდა -პოზიციად, მაგრამ ჟურნალისტების ზეიმი სამი წელია მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ძალისხმევით და წელს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობითაც მაინც მოეწყო.

თაობათა გადაძახილი

2008 წელსნიამორიგანსხვავებული უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ, ორგანიზატორებს ბევრი არ გვიფიქრია და საზოგადოებითვის უცნობი იტალიელი ფოტოგრაფისა და მოგზაურის ვიტორიო რონკეტის ფოტოექსპოზიციის პროექტით ქარვასლაში ლიკა მამაცაშვილს მივაკითხეთ. თავის მხრივ ფოტოები 4 წლის წილ ჩემმა მეგობარმა, მაკა კვარაცხელიამ მომაწოდა. ...ლიკამ ცოტა ხანს ჩუმად უყურა მონიტორს და შემდეგ ისე, ზრდილობის გულისთვის იკითხა: - ნამდვილად არ არის ხომ, სელას უცნობი ფოტოები? – შემდეგ, ერთ-ერთ ფოტოზე წარწერა შენიშნა და მაიკო ქუთათელაძეს (მუზეუმის თანამშრომელს) სთხოვა გაედიდებინა.

 

ფოტოზე გაურკვეველი იტალიური წარწერის გვერდით, გარკვევით ეწერა თარიღი “1908 წელი”, – ეს უკვე მომწონს, - ჩაილაპარაკა ლიკამ და თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა დასახა. გეგმა, ერთის შეხედვითრწყილი და ჭიანჭველასამბავს წააგავდაფესტივალს დახმარებისთვის თხოვნით კულტურის სამინისტროსთვის უნდა მიემართა. შემდეგ, სამინისტრო თხოვნით ხელი შეეწყოთ ფესტივალის ორგანიზატორთათვის, ოფიციალურად მიმართავდა ეროვნულ მუზეუმს და მხოლოდ, ამის შემდეგამოისუნთქავდნენთბილისის ისტორიის მუზეუმშიც (ქარვასლა), რომელიც წელს ფესტივალის ფოტო-ნაწილის თანაორგანიზატორი გახდა, ფოტოსამყაროსთან, იტალიის საელჩოსთან და მილანის ალპურ კლუბთან ერთად...

გადაწყდა, რომ 18-25 მარტის ჩათვლითქარვასლასსაიუბილეონიამორისთვისერთდროულად სამი საგამოფენო სივრცე დაეთმო. საერთო ჯამში კი საბოლოოდ 300 ფოტო გამოიფინა. ქარვასლაში გამოფენათაობათა გადაძახილი” 18 მარტს 18 საათზეიტალიურ დარბაზშიგაიხსნა. იტალიის საელჩოს კონსულმა პიერლუიჯი სკეტინომ დამსწრე საზოგადოებას ვიტორიო რონკეტის მიერ, კავკასიაში ორგანიზებულ ხუთ ექსპედიციაზე უამბო.

ოგანიზატორებმა კი, თავის მხრივ დავამატეთ, რომ ამ ეტაპზე ქარვასლაში რონკეტის მხოლოდ ის 100 ფოტო გამოიფინა, რომლებიც იტალიელმა ყაზბეგის, დარიალის, ყაბარდოს, თრუსოსა და სვანეთის რეგიონებში გადაიღო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები იტალიის ალპური კლუბის მილანის, ისტორიულ-ფოტოგრაფიული განყოფილების არქივის საკუთრებაა და მისიგამომზურებისუფლება იტალიელებმა სწორედ ფესტივალსნიამორიმიანდეს. ფესტივალის სახელით კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს კოლეგას სოფო ზულიაშვილს, იტალიელებისმიმართულებითგაწეული სამუშაოსთვის.

 

ინფორმაციისთვის აღნიშნული არქივის ციფრული ვერსიის შექმნა, იტალიაში ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა. არქივის შექმნაში მონაწილოებდნენ: ლომბარდიის რეგიონის მთის ეროვნული ინსტიტუტი, Associazione Versante Sud, UNASCIიტალიის ასწლიანი სპორტული ასოციაციების ეროვნული გაერთიანება "ცოცხალი არქივების" პროექტის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ დააფინანსა CONI- იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

 

 

იმედია, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის მსგავსად, მალე აქაცდაინტერესდებიან სპორტის არაოლიმპიური სახეობით, რომელიც ერთ დროს ჩვენში ყველაზე პოპულარული და ფეხბურთისა და ჭიდაობის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მასობრივიც იყო. სხვათა შორის, ეს რომ ასე ყოფილანიამორისმეორე არასაკონკურსო დარბაზის დამთვალიერებელთა რიცხვა და ინტერესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დარბაზში 1923 წლიდან მოყოლებული 1970 წლებით დათარიღებული ქართვული ალპინიზმის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოები იყო გამოფენილი. ნიამორელებს ამაში ჯაფარიძეების, ჩართოლანების, ხერგიანების, თიკანაძის შთამომავლები დაეხმარენ. ამას გარდაქართულ დარბაზში”, რუსთაველზე იმ ხანად გაშლილი კარვების ქალაქისგან ალტერნატიული კარვების ქალაქი გაიშალა...

 

 

ქალაქი, ცნობილი ქართველი მთამსვლელის, 1984 წელს, უშბაზე დაღუპული ირაკლი გელდიაშვილის კარვებით აშენდა, ხოლო მის ნახმარ ნივთებსწერაყინს, პალოებს, “რეპშნურს”, ახალგაზრდა ალპინისტების მიერ საკუთარი მამებისთვისჩამორთმეულიგასული საუკუნის ალპინისტური აღჭურვილობა დაემატა...

 

ეს დარბაზი მომეწონა ყველაზე მეტად. თიკანაძე კი ჩემი სათაყვანებელი ფოტოგრაფია,- აღტაცება ვერ დამალამზისჟურნალისტმა თამუნა ჩიხლაძემ, რომელიც ისე გაერთო ექსპოზიციის თვალიერებით, რომ კინაღამ სიუჟეტის მომზადება დაავიწყდა. ისე, გურამ თიკანაძესნიამორისთვისაცუმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. საქმე ისაა, რომ ხუთი წლის მანძილზე, “ნიამორისარც ერთი ფოტოგამოფენა ამ ხელოვანის ნამუშევრების გარეშე არ გამართულა.

- ლამაზია, მაგრამ კომპოზიციურად არ არის გამართული, - ეკამათება ფოტო-ჟიურის სხვა წევრებს იური მეჩითოვი. გურამ წიბახაშვილი, ბესო გულაშვილი და ნონო ანთაძე მას თითქოს არ ეთანხმებიან. ვცდილობ ჟიურის მუშაობაში ოდანვ ჩავერიო (რასაც, როგორც წესი არასდროს ვაკეთებ) და ვუხსნი, ცისფერი კარავი კომპოზიციურად რომ გაეშალათ, მთამსვლელებს რა შეიძლებდა დამართვნოდათ. ამის შესახებ მეჩითოვი მოკლედ მპასუხობს – “თამუნაჩკა, შენ ფოტოგრაფიაში ვერ ერკვევიო”. ბუნებრივია, გამეღიმა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე... ჟიური იმისაა რომ გამარჯვებული გამოავლინოს. ერთი კი ვუთხარი: “კეთილი, წელს წამობრძანდით ჩვენთან ერთადზესხოში”, გავშალოთ კარავი ერთი ღამით, შედარებოთ უფრო იოლ ადგილას, ვიდრე ეს ცისფერი კარავია გაშლილი და კომპოზიციურად გამართული კადრები იქნებ, თქვენ გადაიღოთქო”. ჟიურის, იდეა მოეწონა, ასე რომ, კომპოზიციურადგამართული ფოტო-კადრების თემასნიამორიმომავალშიც დაუბრუნდება. აი, იმ ფოტოს ავტორი, იგორ სმიჩკოვი კი ფესტივალზე ახალ ნამუშევრებს ვეღარასოდეს წარმოადგენს. ის, ფესტივალის მსვლელობის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა.

რაც შეეხება ფოტო-კონკურსს, სადაც მსგავსი კამათი ჟურის წევრებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო ფოტოს ავტორი სერგო ბელოუსოვი გახდა, საუკეთესო პეიზაჟის რომა ლომიძე. სხვათა შორის, რომამ სამინიამორიმოიგო ზედიზედ, ამიტომ ჩვენი წესების თანახმად მას მომავალში, ფსევდონიმითაც კი ეკრძალება ფესტივალში მონაწილოება. სამაგიროდ, მას ორგანიზატორთა რიგებში ველოდებით. წლევანდელი გამარჯვებისთვის კი მას 10 დღიანი საგზური ერგოზესხოსალპინისტურ ბანაკში. ისევე, როგორც სერგო ბელოუსოვს და ფოტო-კონკურსის კიდევ ორ გამარჯვებულსმამუკა მაისურაძეს, საუკეთესო აპლინისტური ფოტოსთვის (მას ასევეელიტელისმიერ დაწესებული ციფრული ფოტოაპარატი გადაეცა) და მიშა თვარაძეს, სერიისთვის ზვიგენები (რომელსაცყაზბეგიჯგუფის დაწესებული ციფრული ფოტოაპარატი ხვდა წილად).

სულ ფოტო-კონკურსზე 40-ზე მეტი ავტორის 500-მდე ნამუშევარი შემოვიდა, თუმცა ჟიურიმ სასელექციო სამუშაოს შემდეგ მხოლოდ 17 მათგანის 100-მდე ფოტოს აუნთო მწვანე შუქი. სწორედ, ეს ფოტოები გამოიფინა ქარვასლი საკონკურსო დარბაზში.

ასე იწერება ისტორია...

“. . .კარავი გაშლილ ადგილას დგას, საბაზო ბანაკის ადმინისტრაციული შენობისგან ოციოდე მეტრის მოშორებით..." ეს შორენა ლებანიძის “8848”-დან არის ნაწყვეტი. დოკუმენტური მოთხრობა, რომლის კონკურსიც ფესტივალინიამორი”- ფარგლებში უკვე მეორე წელია იმართება, ავტორმა ცნობილი ქართველი მთამსვლელის მერაბ ხაბაზის დღიურის მიხედვით დაწერა.

საფესტივალო ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ, შორენა შავერდაშვილის (“ცხელი შოკოლადისრედაქტორი), ანა კორძაია-სამადაშვილისა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას შემადგენლობით დიდხანს არ იფიქრა, ისე მისცა ჟურნალიცხელი შოკოლადისმთავარი ჯილდო და ფულადი პრემია “8848”-.

 -ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყო ავტორი თითოეული ნაწარმოების მიღმა. თამუნა მათ ვინაობის დამალვას კარგად ახერხებს. თუმცა ფავორიტი ავტორი, ყველამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე შეარჩია. მე მიხარია, რომ შორენა ლებანიძეს დღესნაიმორისგამარჯვებულის ამპლუაში ვხედავ. რაც შეეხება მეორე გამარჯვებულს... და, ჩვენ პრემია მასაც გავუყავით - გახდა ერთდროულად 4 ნაწარმოების ავტორი... თუ ვინ არის, გვარს ორგანიზატორები გაგვიმხელენ, მაგრამ ის რომ ოთხოვე ერთი ადამიანის დაწერილია, ამაში ხელწერამგაყიდა”,-აღნიშნა დაჯილდოების საღამოზე შორენა შავერდაშვილა. მეორე პრემია ვეტერან ჟურნალისტსა და პუბლიცისტს, ცნობილი ქართველი მთამსვლელების ჯაფარიძეების შთამომავალს ივანე ჯაფარიძეს ერგო

ნაწარმოებების შეფასებისას ჟიურის ალაბათ, არც კი შეუნიშნავს, რომ თავიანთი არჩევანით მათ, ქართული ალპინიზმის გასული საუკუნის მიწევებს გაუსვეს ხაზი – 1923 წლის 3 სექტემბრით ქართული მთამსვლელობის ისტორია, მყინვარწვერის ექსპედიციით იწყება... რომელიც 1999 წლის მაისში, ქართული ალპინიზმის ევერესტულიდუბლით” (იმ წელს მსოფლისო სახურავზე, 8848 მეტრზე, სხვადასხვა მხრიდან ორი ქართული ექსპედიაცია რამდენიმე დღიანი შუალედით ავიდა) დაგვირგვინდა. ალბათ, ქართული ალპინიზმის ისტორია ასეც უნდა დაიწეროს.

ლიტერატურულ კონკურსზე, კი რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ალპინისტური და სამოგზურო დღიურების მზის შუქზე გამოტანაა, წელს 17 მონაწილ იყო. მომავალში კინიამორისსაორგანიზაციო კომიტეტი .. “ნიამორის ბიბლიოთეკისდაფუძნებას აპირებს, მაგრამ ამაზე მომავალში.

ფორტუნა-ფართი და მედია-სტარტი

შაბათ დილით, სააკაძის ძეგლთან უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ფესტივალინიამორისბოლო კონკურსი, არც მეტი, არც ნაკლები სათხილამურო შეჯიბრი იყო გიგანტურ სლალომში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და სათხილამურო სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით ჟურნალისტები, უკვე მესამე წელია სპორტის ამ ლამაზი სახეობის და ექსტრემალური სრიალის მოყვარულ სპორტსმენთა პოპულარიზაციას უწყობენ ხელს. ისე, ხუმრობა იქით იყოს და ბევრმა ჟურნალისტმა სწორედნიამორისტურნირებზე აიდგა ფეხი და ამაზე მეტი ექსტრემიც რაღა უნდა იყოს...

ასეა თუი ისე, ქართული მედიის ყველაზე აზარტული ნაწილი გუდაურში გასამგზავრებლად ორგანიზატორთათვის მოულოდნელად ზუსტად დათქმულ დროს შეიკრიბა. მზე”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “იმედი”, “ალანია”, რადიო-“ფორტუნაამ ტელეკომპანიების გუნდები დეპარტამენტის გარდამავალ თასზე აცხადებდნენ პრეტენზიას. თასი მეორე წელია თამაშდება და მისი პირველი მფლობელინიამორისგუნდი იყო. მედიის იმ წარმომადგენლებმა კი, ვინც გუნდის შეკრება ვერ მოახერხა ძალების მოსინჯვა პირად ჩათვლაში გადაწყვიტეს. მათ ელიტელის”, მაღაზიაექსტრემის”, “მოდა+სპორტისადა GD-ალკოს პრიზები ელოდათ.

ავდგები და მეც გამოვალ... ისეთი რა უნდა მომივიდეს? _ იკითხა დათო მინაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა კომენტატორმა და მიკროავტობუსის კარი მიიხურა.

ისე, “ჩაინიკირომ ავიღო რა უნდა გავაკეთო? - უკვე დაძრული ავტომობილიდან მიაძახა ორგანიზატორებს ზურა უსუფაშვილმა, საზოგადეობრივის კიდევ ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა.

მოკლედ, 54 ქართული მედიისა და ერთიცრია-ნოვოსტისდამწყები ჟურნალისტები გუდაურში გაემგზავრნენ და ისე, რომ სასტუმროგუდაური ჰათ”-ში დაბინავებაც კი ვერ მოასწრეს ტრასის დასაზვერად წავიდნენ... ისრიალეს, ვიდრე საბაგირო დაიკეტებოდა და საღამო ხანს კი, დაქანცულები სასტუმროში მოკალათდნენ...

მალე მონაწილეთა რიგითობის დასადგენი კენჭიყრაც გაიმართა. გოგონათა შორის ტრასაზე პირველი ნომერი ლიზი წიკლაურს (საზოგადოებრივიდან), ხოლო ვაჟთა შორის სერგი ბერძენიშვილს (მზიდან) ერგოთ.

ამასობაში, DJ-გიგამფორტუნა+”-დან კარაოკე ჩართო და მედიის წარმომადგენლებს წინასაშეჯიბრო მოთელვა შესთავაზა. გასული წლის ჩემპიონმანიამორისამსახეობაში”, დათო მინაშვილმა, ესაო და თოფი იქნებ კიდევ გამივარდესო, საღამო გახსნა. იმღერა კიდეც და ბევრიც იცეკვა, თუმცამზისახალგაზრა ჟურნალისტის სერგი ბერძენიშვილის ვოკალურ მონაცემებს ჩრდილი ვერ მიაყენა. სერგი კი რადიოფორტუნასტრადიციული ნიამორული გათამაშების გამარჯვებული გახდა. მას ერთი ყუთილუდი”: გადაეცა პრიზად "ყაზბეგი ჯგუფისგან".

ის ღამეგუდაური ჰათ”-ში გვიანობამდე და საკმაოდ ხმაურიანად გაგრძელდა. ქართველებს, სასტუმროში მყოფი ბალტიისპირელები შეუერთდნენ და... შესაძლოა ამიტომაც, სასტუმროს ადმინისრტაციას, კომპენსაციის სახით და ჩვენი გაძლებისთვის, მეორე დღეს დიპლომი გადავეცით. მედია-ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოებაც სწორედ ამ სასტუმროში გაიმართა. სხვათა შორის, იმ ღამეს ყველაზე გვიან დუტა სხირტლაძემ დაიძინა, რადგან ჟურნალისტთა არმიას, ყველაზე ბოლოს, სწორედჯეოსელის სახედარუსთავი 2”-ის მთავარი მეზღაპრე შემოგვიერთდა.

 

 

მანამდე კი ორგანიოზატორთათვის საკმაოდ რთული და მონაწილეთათვის ხალისიანი დილა დაიწყო. რთული იმ თვალსაზრისთვით, რომ დილით გაირკვა, რომ ჩვენი ტურნირისთვის განკუთვნილი აბონიმენტებით, გუდაურში წინა დღეს გამართული შეჯიბრის მონაწილეებმა ისარგებლეს (ეს ის ხალხია, ვინც ფესტივალთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და 60 კაციანი ჟურნალისტური არმიის ხილვას, გუდაურში უბრალოდ არ მოელოდნენ)... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ტრასის მასპინძელმა ასეთი განმართება მოგვცა.

ალბათ, ამიტომაც წინა დღეს პირადად ჩემს მობილზე დიდი ხნის დაკარგულმაკეთილმოსურნეებმა”, რამდენჯერმე ზრდილობის გულისთვს ჩემი განწყობა მოიკითხეს და ისე, თითქოს მეგობრულად მისაყვედურეს კიდეც, რა იყო, რა პრეს-კონფერენციების გამართვა აგიტყდაო. დილით კი  სახეშეცვლილები აცქერდებოდნენ ტურნირის მიმდინარეობას, სადაც ყველა ძირითადი ტელევიზია იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება მეორე პრობლემას, 10 საათზე შეჯიბრისთვის გამზადებულ მედია-კორპუსს, კვლავ იმავე მასპინძელმაგვთხოვაჯერ ტრასაზე ერთი კორპორატიული ტურნირის  მონაწილეები უნდა გავუშვაო...

ჩვენც რა გზა გვქონდა, დავიცადეთ. მით უმეტეს, ვიცოდით, რომ კოლეგების ტურნირის გასაშუქებლად თბილისდან გადამღები ჯგუფები, მედია-პარტნიორები და გამარჯვებული გუნდისთვის გარდამავალი თასის გადასაცემად დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური მოიჩქაროდნენ. თანაც, 11 საათზე დაიწყებდი შეჯბრს, თუ 13 -ზე დიდი სხვაობა არ იყო. მზე ისე აცხუნებდა, რომ თოვლის საფარი ისეც და ასეც, გაფუჭებული იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ჟურნალისტებმა შესაშურად მოინდომეს და ისეთი შედეგები აჩვენეს, რომ მომავალში შესაძლოა მედია-ტურნირი უკვე 2 ნაწილადსპორტულ და მოყვარულთა შორისაც კი ჩატარდეს. წელს კი ვაჟთა შორის გიგა ოთხმეზურმა (იურიდიული ჟურნალი) გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილებინიამორის” I და II გუნდების წარმომადგენლებმა შოთა გოცირიძემ და დიმა მაღრაძემ გაინაწილეს. კიდევ ერთი ნიამორიელი, ანი გოცირიძე, გოგონათა შორის გამართული შეჯიბრის პრიზიორია. ის მესამე იყო და მეასედი წამებით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ თამუნა ჟორჟოლიანსრია-ნოვოსტისსაქართველოს ბიუროდან. გოგონათა შორის გამარჯვებული კი "რუსთავი 2"-ელი ქეთი ებანოიძე გახდა.

 

 

ისე, ერთი საინტერესო დეტალიჟურნალისტთა ტურნირების მანძილზე ქეთიმ პირველ წელსიმედის”, მეორე წელს – “საზოგადოებრივის”, წელს კირუსთავი 2”-ის სახელით გაიარა რეგისტრაცია და წელს გაუმართლა, მასაც და გუნდურ ჩათვლაში რუსთავი 2”-საც. ამ მაუწყებლის გუნდს , წელს გარდამავალი თასი ერგო. გუნდურ პაექრობაში კი მხოლოდ ერთი ქულით გადაუსწოიმედისგუნდს. გუნდური მესამე ადგილინაიმორისადასაზოგადოებრივის” (2 “ჩაინიკისწყალობით) გუნდებმა გაიყვეს. წელსჩაინიკებიზურა უსუფაშვილი და ნატა შარაბიძე გახდნენ.

მედია-ტურნირის მიმოხილვის დასასრულს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიორგი ჭანიშვილს, რომელსაც აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში ისევე მიუძვის წვლილი, როგორც უკვე გამოცდილ დეპარტამენტელ-ნიამორელ ნათია ტუსიაშვილს. აღარაფერს ვამბობ შეჯიბრების უცვლელ მსაჯზე საქართველოს ჩემპონზე სამთოს-სათხილამურო სპორტში მალხაზ უდესიანზე, რომელიც დილით "ამოქანდა" გუდაურში, რომ შეჯიბრი ჩაეტარებინა.ასევე მადლობას ვუხდით სათხილამურო სპორტის ფედერაციას, რომელსაც კარგად ესმის, რომ სპორტის ამ სახეობის გადარჩენა და პროფესიულ რელსებზე ადგილის დამკვიდრებაში მედიაზეც დიდი წვლილი მოდის.

ფილმი, ფილმი, ფილმი...

“... - გეგე ბიძია, გეგე ბიძია, ეროსის უთხარი, გამოგვიგზავნოს კარგილასპორტივოსბათინკი. გეგე ბიძია, გეგე ბიძია X-ას უთხარი, გამოგვიგზავნოსნორსფეისის”  ტანსაცმელი... გვიჭირს, გვიჭირს... კარგად გავრითმავთ ძმებო. მესტიში რომ ჩავალთ ტექსტს დავწერთ... რა ჩვენ დროს უნდა დაემთხვას ყველაფერი ცუდი? მყინვარები აღარ არის, ტანსაცმელი ჩვენ არ გვაქვს... ტანსაცმელზე უნდა ვიტიროთ მაგრად...” – ქართული ალპინისტური რეალობიდან გამომდინარე, ვიდრე ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელები ყველაზე ელემენტარულზე, აღჭურვილობაზე სტრიქონებს გარითმავენ, ფილმი, რომელსაც ბებერი, გულკეთილი კავკასიონი ჰქვია, ფესტივალინიამორი”-2008-ის ერთდოულად ორი ნომინაციის გამარჯვებული ხდება. ჟიურის გადაწყვეტილებით ის საუკეთესო ქართულ ფილმად (ფილმს პრიზი ელიტელმაგადასცა.) აღიარეს, ხოლონიამორისდაღუპული ლაურეატის ლევან ლაგაზიძის სახელობით პრემია, ოჯახის გადაწყვეტილებით ასევებებერ, გულკეთილ კავკასიონსერგო. ფილმის ოპერატორს ნიკა ლებანიძეს კი, ფილმის მთავარი გმირის და დაღუპული თანაგუნდელის ლევან თათარაშვილის სახელით კიდევ ერთი პრიზი ერგო.

ბებერი, გულკეთილი კავკასიონი”-ეს არის ფილმი ორ ექსპედიციაზე, რომელიც ოთხმა ახალგაზრდა მთამსვლელმა ლევან თათარაშვილმა, გურამ სალიმ, ლერი ნიგურიანმა და ნიკა ლებანიძემ გამოცდილ, გელა ოთარაშვილთან ერთად იარეს. ჯერ წარმატებით ავიდნენ მწვერვალ დავით აღმაშენებელზე. სადაც მათ, ახალი, 5-იანი კატეგორიის მარშრუტი გაიარეს და შემდეგ, გაფუჭებული ამინდის გამო უშბის ცნობილიმიშლიაევისმარშრუტიდან გამობრუნდნენ.“მთიდან მთავარია მშვიდობით ჩამოხვიდე. ამჯერად, უშბამ ბიჭები მშვიდობით გამოუშვა და სამომავლოდ კარიც ღია დაუტოვა. ისინი, აუცილებლად დაბრუნდებიან. დაბრუნდება გეგე, რომელმაცმიშლიაევზეორი წლის წინ, ორი მეგობარი დაკარგა. დაბრუნდებიან გურამი, ნიკა და ლერი, რათა ბოლომდე გაიარონ ის მარშრუტი, რომელშიც ლევანმა კარგი ალპინისტური ტანსაცმლის მისაღებადზაჩოტიგააკეთა. 2007 წელს ლევანი საქართველოში ყველა ალპინისტურ დისციპლინაში პირველი იყო...”- ამ განწყობით მთავრდება ფილმი, რომელიც ლევან თათარაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ბუნებრივია, ბიჭები მთაზე დაბრუნდებიან და მარშრუტსაც ბოლომდე გაივლიან, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავი და ფილმი იქნება. მანამდე კი, უშბაზე გადაღებული კიდევ ერთი ისტორიანიამორისლაურეატი გახდა. ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი მასხარაშვილისუშბასფესტივალზე დაწესებული ახალი, თემო კუხიანიძის პრემია ერგო. პრიზი სტუდია "სანგუკომ დააწესა და იგი ტრადიციული გახდება.

და რადგან, ნომინირებული ქართული ფილმები ალპინისტური თემატიკისაა, აქვე გეტყვით, რომ საუკეთესო ალპინისტურ ფილმად შვეიცარული Harvest Moon დაასახელეს. ამ ფილმში, შვეიცარელ ალპინისტთა გუნდი ცდილობს, ინდოეთის მხრიდან ჰიმალაის ერთ-ერთი საინტერესო მწვერვალი თალაი საგარი (4600 მეტრი სიმაღლის) დალაშქროს. ფილმი აღსავსეა ტექნიკური დეტალებით, რომლებმაც ალპინისტები კი მოიყვანა აღტაცებაში, მაგრამ ჟიურის წევრები შეფასების კრიტერიუმებზე დააფიქრა. კინო კონკურსებზე ნამუშევარი ჟიურიქეთი ჯაფარიძე, არჩილ შუბაშვილი და ირაკლი ღლონტი ყველა ფილმს კინემატოგრაფისტული კრიტერიუმებით უდგებოდნენ და საკმაოდ მკაცრებიც იყვნენ თავიანთ შეფასებებში. საბოლოოდ კი, მთაში ნავალი ჟიურის წევრების აზრს ენდნენ და Harvest Moon- საუკეთესოს ტიტული მიანიჭეს ალპინისტურ ნომინაციაში. 

საუკეტესო სათავგადასავლო ფილმისლობისტებიცნობილიადამიანი დელფინიჰენრი კუპრაშვილი და იტალიელი ელვირა სანდალ გახდნენ. მათ არჩევანი Coast to Coast-ზე გააკეთეს, თუმცა ამ არჩევანს ჟიურის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ. რაც შეეხება საუკეთესო ექსტრემალურ პროექტს, აქ, ამერიკელებს ჰეტ-თრიკი (წინა ფესტივალებზე აშშ ფილმები იმარჯვებდნენ) ავსტრიულმა Crossing the Lines-მა ჩაუშალა. მოგვიანებით ამ ფილმმა გრან-პრიც მოიგო. რაც შეეხება საუკეთესო უცხოუ ფილმს - წელს ეს არჩევანი სლოვაკურ 10 წუთიან ფილმზე Karanhkerrous შეჩერდა.