ვიდრე ძალიან ჩამოცხება აკადემიური ნიჩბოსნები, კაიაკერები და კანოისტები უკვე საქმეში არიან...
ვიდრე ძალიან ჩამოცხება აკადემიური ნიჩბოსნები, კაიაკერები და კანოისტები უკვე საქმეში არიან...
24.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

გერმანია


სენიორებს შორის მსოფლიო თასის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ბრანდენბურგში 23-24 მაისს ევროპის 19-წლამდეთა ჩემპიონატი გაიმართა აკადემიურ ნიჩბოსნობაში. 2X აკადემიური ნავით საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ იორდანიშვილისა  და გიორგი კაპანაძის წყვილი იცავდა.


2000 მეტრიან დისტანციაზე, საკვალიფიკაციო გაცურვაში 06:42.93 წუთი დააფიქსირეს და ასპარეზობა 1/2 ფინალში გააგრძელეს, სადაც  მანძილი 07:00.15 წუთში დაფარეს და B ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. საბოლოოდ, კი, შეჯიბრი მე-5 ადგილით დაასრულეს. ჩვენების დრო, ბოლო გაცურვაზე 06:44.43 იყო. ქართველი წყვილის მიერ ნაჩვენები შედეგი საერთო ჯამში მე-11 აღმოჩნდა, რაც თავის მხრივ ისტორიული შედეგია.


სლოვაკეთი


აქვე გეტყვით, რომ გერმანიის პარალელურად, საქართველოსთვის სლოვაკეთში იბრძოდნენ. იუნიორებსა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარე სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაში წარმატებით ასპარეზობენ ქართველი კაიაკერები და კანოისტები.


23-წლამდეთა შორის, მანანა პეტრიაშვილმა სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე C1 კლასის  შეჯიბრზე 200-მეტრიან დისტანციაზე, პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია, 52.118 წამში დაფარა. დღეს კი, პეტრიაშვილმა საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ოქრო დაუმატა. ამჯერად  500 მეტრიანი დისტანციაზე, რომელიც  2:18.020 წუთში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა.


ბიჭებს შორის C1 კლასში ვერცხლის მედალი მოიგო სანდრო ჭოჭუამ, რომელმაც 200 მეტრიანი დისტანცია 44.566 წამში დაფარა.


200 მეტრიან დისტანციაზე, მხოლოდ K1 კლასში პირველი იყო ვახტანგ მამულაშვილი. ქართველს დისტანციის დასაფარად 39.155 წამი დასჭირდა.


საბა მალანიამ  C1 სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე, 200-მეტრიან დისტანციაზე, პირველი ადგილი დაიკავა. მან 200 მეტრი 45.480 წამში დაფარა. კიდევ ერთი ოქროს მედალი, მალანიამ 1000 მეტრიან დისტანციაზე მოიგო, რომელიც ქართველმა 4:57,380 დაფარა. სლოვაკეთში ჰეთ-თრიკი 500 მეტრიან დისტანციაზე მოგებული ოქროთი შეასრულა. ამჯერად მანძილი, ქართველს 2:00.540 წუთში დაემორჩილა.


მარიამ წიკლაურმა C1 სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე, 200-მეტრიან დისტანციაზე, მესამე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა მანძილი 56.060 (+1,385) წამში დაფარა. მარიამმა იასპარეზე 500 მეტრიანი დისტანციის ფინალურ გაცურვაშიც, სადაც 2:23.340 (+4.640) დროით ასევე მესამე ადგილი დაიკავა.


ჩვენი გუნდის სხვა წევრების შედეგები ასეთია:       


23-წლამდეთა შორის K1 200 მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა ნიკა ოდიშელიძემ, რომელმაც 00:38.400 (+1.320) დროით მე-4 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ახალგაზრდებს შორის 1000 მეტრიან დისტანციაზე C1 კლასში 4:53.200 (+14.380) დროით 1/2 ფინალში მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა იოანე ნებიერიძემ. საბოლოოდ, ქართველმა B ფინალში იასპარეზა და 5:08.440 (+14.740) დროით, მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. მანვე,  500 მეტრიან დისტანციაზე 1/2 ფინალში, 2:17.580 (+8.380) დროით მე-6 ადგილი დაიკავა. ამ შედეგით იოანემ, დღეს B ფინალში იასპარეზა და საბოლოოდ, 2:09.140 (+6.240) დროით მე-7 ადგილით დაასრულა გამოსვლა.


K1 კლასში 1/2 ფინალში იასპარეზა 1000 მეტრიან დისტანციაზე კატერინა კაპინოსმა, რომელმაც მანძილი 5:03.480 (+21.540) დროში დაფარა და მე-7 ადგილი დაიკავა. ჩვენმა წარმომადგენელმა საბოლოოდ B ფინალში იასპარეზა და 5:09.560 (+18.340) დროით მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


1000 მეტრიან დისტანციაზე K1 კლასში 4:19.860 (+17.740) დრო დააფიქსირა ნიკა წიკლაურმა, ჭელიშვილი საბა კი, 4:17.120 (+14.020) დროით მე-4 იყო. ქართველებმა B ფინალში იასპარეზეს სადაც საბოლოოდ, საბამ (4:32.420 /+13.640) მე-7, ნიკამ კი, (4:36.920 /+18,140) მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ახალგაზრდებს შორის K1 კლასის 1/2 ფინალში იასპარეზა ვლადისლავ კაპინოსმა, რომელმაც 1000 მეტრიანი მანძილი 4:03.460 (+12.520) დაფარა და სამწუხაროდ, გაცურვაში ბოლო ადგილი დაიკავა. ანალოგიურად წარუმატებელი აღმოჩნდა, ამავე დისტანციაზე კაცებს შორის ნიკოლოზ ჭეიშვილის ასპარეზობაც, რომელსაც ფინიშამდე მისაცურად 4:30.820 (+36.620) დასჭირდა.


500 მეტრიან დისტანციაზე 1:52.840 (+3.580) ვლადისლავ კაპინოსმა K1 კლასის 1/2 ფინალში მე-4 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ასპარეზობის ბოლო დღეს, B ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს წარმომადგენელმა აქ, 1:48.560 (+1.100) დრო უჩვენა და შეჯიბრი მე-4 ადგილით დაასრულა


500 მეტრიან დისტანციაზე K1 კლასში, 1/2 ფინალში მე-7 და მე-8 ადგილზე გავიდნენ ნიკა წიკლაური (2:23.180/+25,540) და ვახტანგ მამულაშვილი (2:27.260/+29.620)


500 მეტრიან დისტანციაზე საბა ჭელიშვილმა K1 კლასში, 1/2 ფინალში 2:11.180 (+13.540) დრო დააფიქსირა და მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


500 მეტრზე K1 კლასში გოგონებს შორის 2:31.960 (+14.980) დროით 1/2 ფინალში მე-7 იყო კატერინა კაპინოსი.


23-წლამდეთა შორის K2 კლასში, მე-4 შედეგით დაასრულეს ასპარეზობა ვლადისლავ კაპინოსისა და ნიკოლოზ ჭელიშვილის წყვილმა, რომლებმაც 1000 მეტრიანი დისტანცია 4:02.060 (+21.320) დაფარეს. ამავე დისტანციაზე, მხოლოდ ბიჭებს შორის ფინალში გაცურეს ნიკა წიკლაურმა და საბა ჭელიძემ 4:05.140 (+20,720), რომლებმაც მე-5 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე