ჩემპიონთა ლიგა დაიწყო და ჩვენი გაათმაგებული ნერვიულობაც...
ჩემპიონთა ლიგა დაიწყო და ჩვენი გაათმაგებული ნერვიულობაც...
17.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკლუბო ფეხბურთის მოყვარულებისთვის ყველაზე საინტერესო და აზარტული ტურნირი რეალურად დღეს დაიწყო. განსხვავებით წინა სეზონებიდან, წელ,ს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ქართველი ფეხბურთელების რიცხვი, მათ შორის გუნდების, სადაც ისინი თამაშობენ გაზრდილია და შესაბამისაც, ამ ტურნირის მიმართ ჩვენი ინტერესიც.


ქართველებიდან პირველი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბომბარდირი ჩაერთო. გიორგი მიქაუტაძის ახალი ესპანური კლუბი,  „ვილიარეალი", „ტოტენჰემთან" გასვლით და სასტარტო მატჩში მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა. ჟორჟის გუნდმა კი, ეს ერთადერთი გოლი, მეკარის თუკი შეიძლება ამას კურიოზული ეწოდოს, შეცდომის გამო გაუშვა. ამის შემდეგ, ლუის ჟუნიორმა რამდენიმე მკვდარი ბურთი გამოიღო თამაშის მიმდინარეობისას კარგიდან. თუმცა, საკუთარ კარში გატანილი ეს გოლი ალბათ, მასაც კარგად ემახსოვრება და სოციალურ ქსელებსაც, სადაც „ტოტენჰემი" - „ვილიარეალის" მატჩის მე-4 წუთზე გასული გოლი, საკმაოდ პოპულარულია.


რაც შეეხება ქართველს, მან ახალ გუნდთან, რეალურად მეორე შეხვედრა ჩაატარა და ჯერ-ჯერობით,  კვლავ აკლიმატიზაციის პროცესშია. მიუხედავად ამისა მიქაუტაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. საგოლე გადაცემა და გოლი არა, მაგრამ სწორედ, ბომბარდის უკავშირდება მომენტი, რომელიც VAR -მა გადაამოწმა -საბოლოოდ, ესპანელები, ჟორჟისთან უხეში თამაშის გამო „ბოლო იმედის ჯარიმის" ხარჯზე მეტობაში ვერ დარჩნენ, ჯარიმა დაარტყეს, თუმცა არაზუსტად.


მომდევნო შეხვედრას ქართველის გუნდი, „იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.


„ბილბაო ატლეტიკი" - „არსენალი" 0-2

პსვ - „უნიონი" 1-3

„ბენფიკა" - „ყარაბაღი" 2-3

„იუვენტუსი"-„დორტმუნდი" 4-4

„რეალი" - „მარსელი" 2-1


ხვალ, თუმცა უკვე დღეს და ზეგ, 18 სექტემბერს გასამართი თამაშების განრიგი ასეთია:


17 სექტემბერი

20:45 „ოლიმპიაკოსი"- „პაფოსი"

20:45 „სლავია" - „ბოდო გლიმტი"

23:00 „აიაქსი" - „ინტერი"

23:00 „ბაიერნი" - „ჩელსი"

23:00 „ლივერპული" - „ატლეტიკო"

23:00 პსჟ - „ატალანტა"


ამ დღეს ქართველებიდან საქმეში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩაებმება და გრძელ სეზონში ტიტულის დაცვას შეეცდება. „ლივერპულის" შემადგენლობაში კი, დიდი ალბათობით სკამზე გაატარებს გიორგი მამარდაშვილი.


18 სექტემბერს კი, თუ გიორგი ზარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ არის გამორიცხული ქართული დერბი ვიხილოთ. თუმცა, უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ამ დროისთვის ზარიას გვარის გასწვრივ ჯერ ისევ არის მინიშნება - ტრავმირებული. ასე, რომ გიორგი ქოჩორაშვილს და მისი „სპორტინგის" გულშემატკივარს, ამჯერად, არ მოუწევთ ქართული „დუელის" თვალის დევნება.


18 სექტემბერი

20:45 „ბრიუგე" -  „მონაკო"

20:45 „კოპენჰაგენი" -  „ლევერკუზენი"

23:00 „აინტრახტი" -  „გალათასარაი"

23:00 „მანჩესტერ სიტი" -  „ნაპოლი"

23:00 „ნიუკასლი" - „ბარსელონა"

23:00 „სპორტინგი" - „ქაირათი"


ფოტო: (c) ვილიარეალი