მსოფლიოს სახურავზე მორიგი ქართველი დგას
მსოფლიოს სახურავზე მორიგი ქართველი დგას
16.05.2019
ავტორი:

ავთანდილ ცინცაძე იმ ქართველ მთამსვლელთა ნუსხას შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის, ევერესტის დალაშქვრა მოახერხეს. ზუსტად 20  წლის წინ, 1999 წელს, ორმა ქართულმა ექსპედიციამ მსოფლიოს სახურავზე წრამატებული ასვლა, ორი სხვადასხვა მხრიდან მოახერხა.

ავთანდილ ცინცაძე, მწვერვალზე დღეს 16 მაისს საერთაშორისო ექსპედიციასთან ერთად ავიდა. სხვათა შორის, დღესვე მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, 8848 მეტრის სიმაღლის ევერესტი პირველმა აფრიკელმა, ფერადკანიანმა ქალმა Saray N' Kusi Khumalo-მა დალაშქრა.

საქართველო მთამვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე 16 მაისს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, ნეპალის მხრიდან ავიდა. ექსპედიციაში მონაწილეობა ქართველმა მთამსვლელმა და ექიმმა პირადი სახსრებითა და ძალისხმებით მოახერხა.

საქრათველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინფორმაციით, ავთანდილ ცინცაძე, სხვა მთამსვლელებთან ერთად, ამჟამად, ევერესტის მე-4 ბანაკში იმყოფება და საბაზომდე დასაშვებად ძალებს იღდგენს. თბილისში დაბრუნების შემდეგ, TSFF. GE  ერთ-ერთ გამოცდილ ქართველ მთამსვლელთან ვრცელ ინტრევიუს შემოგთავაზებთ.


ექსპედიციის ამსახველი ფოტო