ხმაურიანი „ქართული თამაშები“ მე-13 ტურში
ხმაურიანი „ქართული თამაშები“ მე-13 ტურში
16.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში, სატურნირო ცხრილის პირველი ოთხეულის გუნდებიდან, მხოლოდ „საბურთალომ" მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ისიც, უშუალოდ ამ ოთხეულის წარმომადგენელ, ქუთაისის „ტორპედოსთან" მატჩში.

ისევე, როგორც მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში, ამჯრადაც, სწორედ „საბურთალოს" წინააღმდეგ მატჩის წინ, აქტუალური გახდა იმერული გუნდის ფეხბურთელებისთვის სახელფასო დავალიანების პრობლემატიკა.  გემახსოვრებათ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა, 15 მარტს  „ტორპედომ" თბილისში, 3-0 დასთო. მომდევნო მატჩში კი, „რუსთავი" დაამარცხა 2-0. კიდევ, ერთ ტურში უკვე „დინამო თბილისთან" ფრედ, 0-0 ითამაშა სამტრედიაში. მაშინაც, „საბურთალოსთან" მატჩამდე დაწყებული ფინანსური კრიზისი, „რუსთავთან" მატჩისთვის ნაწილობრივ, ხოლო, მომდევნი ტურისთვის, საბოლოოდ გადაიჭრა. დიდი ალბათობით, ანალოგიური განმეორდება ამჯერადაც, რადგან TSFF.GE-სთან საუბარში კლუბის წარმოამადგენლებმა დაადასტურეს გუნდთან მოლაპარაკების პროცესი და დასძინეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. პრობლემა კი, უახლოეს დღეებში მოგვარდება. ფაქტია, რომ „ტორპედო" კლუბის მფლობელებთან ურთიერთობის მოგვარებას მსგავსი ულტიმატუმების გზით, უკვე მეორედ ახერხებს. ისიც ფაქტია, რომ ამ მომენტისთის, კულუარებში და შესაბამისად, კულუარებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმერული კლუბიდან ფეხბურთელების „ბათუმის დინამოში" გადინების შესახებ, რეალურ საფუძვლებს მოკლებულია.

„ტორპედოში" განგვიმარტეს, რომ ამ მომენტისთვის „ტორპედოს" ყველა ფეხბურთელს აქვს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი და თუკი, რომელიმე მათგანმა სხვა კლუბთან, მაგალითად „დინამო ბათუმთან" გააფორმა ახალი ხელშეკრულება, ეს იქნება არსებულის ცალმხრივად დარღვევა და ფეხბურთელი შესაბამისი სანქციებით დაჯარიმდება. 

ფაქტია, რომ „ტორპედოს" ახალი მფლობელის მცდელობა, ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალი ყოფილიყო საქართველოში და ამით, ქუთაისელი ფეხბურთელების ხელფასები, მათი უცხოელი კოლეგების ანაზღაურებას გათანაბრებოდა, ქართული რეალობისთვის უცხო და ცუდი მაგალითი აღმოჩნდა. ფაქტია ისიც, რომ დღეს, „ტორპედოზე" მეტი ბიუჯეტი, „დინამო ბათუმს" აქვს და ისიც ფქტია, რომ ქართულ საფეხბურთო ბაზარზე, მადაზე მოსულები, ან ძლიერ ფინანსურ პლატმორმასთან შეერთებას ან ასე, ამ მაგალითის საფუძველზე, საკუთარ კლუბებთან ულტიმატუმებით ურთიერთობების გარკვევას ამჯობინებენ. ეს, არა მხოლოდ „ტორპედოს" არამედ, ჩვენი სუბუექტური დაკვირვებით, კიდევ სხვა ქართულ კლუბებსაც გადასწვდა... ფაქტია ისიც, სანამ მაღალი, ქართული რეალობისთვის ძნელად წარმოსადგენი, „ხელფასების ვურუსი" პანდემია გახდება, დღის წესრიგში აქტუალური ხდება ფინანსური „ფეარ ფლეის" აუცილებლობა.




„ტორპედო" -  „საბურთალო" 2-3

მიუხედავად იმისა, რომ  „საბურთალოსთან" შეხვედრაში კახა ჩხეტიანს, შემადგენლობის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები არ ჰქონია და „ტორპედომაც" როგორც დაანონსებული იყო, პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა, ეს სათამაშო ხარისხზე სრულებითაც არ აისახა. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, ფეხბურთში გათვითცნობიერებული უცხო თვალისთვის, იქმნებოდა შთაბეჭდიება, რომ გუნდი, წყალტუბოში მინდორზე კი გამოვიდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნუკური მარცხი არ ჩაწეროდათ და მეორე, კლუბის ქომაგებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი, ნებისმიერ შემთხვავში სათამაშოდ გამოვიდოდნენ.

პირველი გოლი ქუთაისელთა კარში სანდრო ალთუნაშვილმა  თამაშის მე-8 წუთზე გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ 0-1. 32-ე წუთზე წონასწორობა ბუდუ ზივზივაძემ აღადგინა 1-1.  შესვენებაზე სტუმრები ისევ ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. „საბურთალო" პირველ ტაიმშივე ლაშა შინდაგორიძემ დააწინაურა, 1-2. უსიამოვნოდ დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარიც ტორპედოელებისთვის. აზაცკის ავტოგოლის წყალობით, „საბურთალო" უკვე 1-3 იგებდა. „ტორპედო" თამაშში მე-60 წუთზე „დაბრუნდა", თორნიკე კაპანაძის გოლის შემდეგ, 2-3.  თუმცა, ამის მეტი „ტორპედომ" ვერ, ან თუ გუნდში შექმნილ ლოგიკას მივყვებით, არ გააკეთა.




„ვიტ ჯორჯია" - „სიონი" 0-1

ამ დღეს, მესხი 2-ზე კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. „ვიტ ჯორჯიამ" ბოლნისის „სიონს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 0-1. მატჩამდე, გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მხოლოდ, თამაშის მიწურულს,  87-ე წუთზე ბოლნისელი დავით კირკიტაძის გოლის წყალობით, „სიონმა" სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.




„ჩიხურა" -  „რუსთავი" 0-0

ფრედ, 0-0 დასრულდა, თბილისში, მიხეილ მესხზე, საჩხერის „ჩიხურასა" და „რუსთავის" დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, მეტოქის კარის აღების საშუალება ორივე გუნდს ჰქონდა. შესაბამისად, მომენტებში ჩიხურელი დინო ჰამზიჩისა და რუსთაველი გიორგი მამარდაშვილის კარგმა თამაშმა განაპირობა ის, რომ სოსო ფრუიძისა და ვარლამ კილასონიას გუნდება ქულები გაინაწილეს. კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირს. „რუსთავის" მწვრთნელად ძველი-ნაცნობი სახის, ვარლამ კილასონიას დაბრუნების შემდეგ, რუსთაველთა გამოკეთებული თამაშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გუნდი, რომელიც ძლიერთა შორის დაბრუნებისას საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავდა გასულ სეზონზე, მეორე წელია, ცეცხლს ეთამაშება. რაც შეეხება სოსო ფრუიძის გუნდს, საჩხერლებმა შეხვედრა შეცვლის გარეშე ითამაშეს, რაც ევროტურნირების წინ, კლუბში არსებულ საკადრო კრიზისზე მიუთითებს.




„დილა" -  ბათუმის „დინამო" 1-0

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილამ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირი ცხრილში, 17 ქულით, მე-7 ადგილზე გაიმყარა პოზიცია. გორელთა გამარჯვება იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ „დილამ", „დინამო ბათუმი" გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა. გიორგი დეკანოსიძის გუნდმა, ბათუმელებს, რომლებმაც წინა ტურში „დინამო თბილისს" ბოლო წამებზე მოუგეს, გორში,  მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი  76-ე წუთზე კოუგბენიამ გაიტანა.




„დინამო თბილისი" - „ლოკომოტივი" 1-3

ტურის დასკნითი მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართა „დინამო თბილისსა" და „ლოკომოტივს" შორის და შესაძლოა, ვინმესთვის მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. მითუმეტეს, გათამაშების აუტსაიდერთან, თბილისის „ლოკომოტივთან". თუმცა, თუ დინამოელთა ბოლო შეხვედრებს გადავავლებთ თვალს და იმასაც გავითავლისწინებთ, რომ გუნდს, სხვადასხვა მიზეზებით ლევან შენგელია, მეჯუბი და გიორგი ზარია აკლდნენ დინამოელთა მარცხი, არც თუ წარმოუდგენელი იყო.

თბილისურ დებრბიში, ლევან კორღალიძის შეგირდებმა ანგარიში მოულოდნელად გახსნეს. სიკაჩის კარში, სამურკასოვის გოლმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა, ისევე როგორც მედალს, ამ მომენტსაც 2 მხარე აქვს და კიდევ მსაჯის მოქმედება, რომელმაც მოვლენების განვითარება თვითდინებას მიანდო. საფეხბურთო „ფეარ ფლეის" მიხედვით, ვიდრე სამურკასოვი ბურთს დაეუფლებოდა და ის, კარგად ხედავდა, დინამოელთა წაქცეულ მეკარეს, რომელიც გამგმირავად ყვიროდა, ბურთი უნდა გადაეგდო. ეს, მედლის ერთი მხარეა. მეორეა, რომ „ლოკომოტივს", რომელიც აშკარად მთელი თამაში ჯობდა „დინამოს" და თამაში იპოვა, თანაც  3 ქულა აუცილებლად სჭირდებოდა, საწყისი გოლი უნდა გაეტანა.  ამ მომენტში, როგორც აღვნიშნეთ, მსაჯსაც შეეძლო კორექტივის შეტანა, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერც მსაჯებმა წარმოიდგინეს, რომ უწყინარ სიტუაციაში რამის 2 მეტრიანი დინამოელი მეკარის მოცელვით წაქცევა, სერიოზულ ტრავმას უკავშირდებოდა. სიკაჩმა, უწყინავ ვითარებაში ჯვარედინი იოგი გაიწყვიდა და ახლა მის რეაბილიტაციას მინიმუმ 6 თვე სჭირდება.




TSFF.GE-სთან საუბარში სტეფან სიკაჩმა განაცხადა, რომ დღეს, თავს უკეთ გრძნობს. „ახლა, უკვე ვერაფერს განვაწყობთ.  ტრავმა სერიოზულია. ახლა ოპერაცია და მერე 6 თვე სარეაბილიტაციოდ მჭირდება. სხვა გზა არაა, წინ უნდა ვიმოძრაო", - ამბობს სტეფან სიკაჩი.

მეორე ტაიმში, ნიკა ნინუამ, რომელიც ამ შეხვედრაში დინამოელთა შორის ნათელი წერტილი იყო, საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მალევე, რევაზ ინჯგიამ და ირაკლი სიხარულიძემ დინამოელთა დაცვის ხაზის, უნიათო თამაშით ისარგებლეს და მასპინძლების კარში 2 გოლი გაიტანეს.  „დინამო თბილისმა" 1-3 წააგო, თავად დაკარგა შანსი, უშუალო კონკურენტების, „ტორპედოსა" და "ბათუმის დინამოს" „საჩუქრით" ესარგებლა. „ლოკომოტივს" კი, ამ მატჩში დაკარგული 3 ქულით, სამაშველო რგოლი გადაუგდო.

 



 სატურნირო ცხრილი

მომდევნო ტური

 

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი