1/8 ფინალში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან, მხოლოდ 6 გუნდი დარჩა
1/8 ფინალში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან, მხოლოდ 6 გუნდი დარჩა
17.04.2019
ავტორი:

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2019 წლის გათამაშების 1/8 ფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-დან, მხოლოდ 6 გუნდი აგრძელებს ასპარეზობას. 16 და 17 აპრილს გამართული 1/16 ფინალების შემდეგ თასის გათამაშებაში ძლიერთა ლიგიდან სამივე თბილისურმა კლუბმა - „ლოკომოტივმა", „საბურთალომ", „დინამო თბილისმა", ასევე „რუსთავმა", „სიონმა" და დ. ყიფიანის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა -  ქუთაისის „ტორპედომ" შეხვედრების მოგება და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ  თასის გათამაშების 1/16 ფინალში „ლოკომოტივმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 საჩხერის „ჩიხურას" დამარცხება მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი, სოსო ფრუიძის შეგირდებს, 2019-2020 წლების სეზონზე ევროტურნირებში თამაში სურთ, ისინი საჩემპიონო ბრძოლაში, ახლა გაათმაგებულად მობილიზებულად იასპარეზებენ.

1/16 ფინალის ორ წყვილში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდი „გადაეყარა" ერთმანეთს. „საბურთალომ", მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა ბათუმის „დინამო". აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმელები, ერთწლიანი ტაიმ-აუტიდან ძლიერთა შორის დაბრუნდნენ, გია ჭიაბრიშვილის გუნდთან უკვე მეორედ, ამჯერად, სათასო შეხვედრაში მარცხდებიან.

დავით ყოფიანის თასის 2019 წლის გათამაშების 1/16 ფინალში „პოკერი" დაფიქსირდა. მისი ავტორი, „დინამო თბილისის" ფეხბურთელი ლევან შენგელიაა. დინამოელმა 4 გოლი „ეგრისს" გაუტანა.

დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალის წილისყრა, უახლოეს დღეებში გაიმართება.


დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალის შედეგები:

სამშაბათი, 16 აპრილი

საბურთალო" - „დინამო ბათუმი" 1 - 0    

„იბერია 2010" - „მერანი" 0 - 2

„ლეგიონი" -  „თბილისი სითი" 1 - 2

„შევარდენი 1906" - „სიონი" 1 - 2

„ეგრისი" - „დინამო თბილისი" 1-4

„სამტრედია" - „დილა"  3 - 2

„გარეჯი" - „ჭიათურა"  2 - 0

ოთხშაბათი, 17 აპრილი

ლოკომოტივი" - „ჩიხურა"  1 - 0

„სპაერი" -  „კოლხეთი 1913" 5 - 1 

„ზესტაფონი" - "მერანი" 0 - 2

„თელავი" -  „ვიტ ჯორჯია" 3 - 0

„ზუგდიდი" -  „ცხინვალი"  3 - 2

„ბეთლემი" - „გურია" 1 - 2

„ბორჯომი" - „ტორპედო" 1-4

„გაგრა" - „შუქურა" 2 - 0

„დინამო 2 ბათუმი" - „რუსთავი"  0 - 2