ორი სპარინგი მეინ-რაუნდამდე
ორი სპარინგი მეინ-რაუნდამდე
17.04.2019
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმამართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5-3 დასრულდა. მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა.

ერთი დღით ადრე, საქართველოსა და ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს შედგა და ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 7-1 დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.


საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, დვალიშვილი, კაპანაძე, მურცხვალაძე, სილაგავა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ლიეტუვა: გლინსკისი, დერენდიაიევი, ვოსკუნოვიჩი, ზაგურსკასი, სენძიკასი

სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, ლაბუცკასი, იანკაუსკასი, სტეინასი, სპიეტინისი, პეტუკაუსკასი, მუცინისი, პაულაუსკასი, რეიმარისი

მთავარი მწვრთნელი: ევგენი რივკინი

მსაჯები: ბაკურ ნინუა, ლევან ვარამიშვილი, დავით ახვლედიანი

გაფრთხილება: ვასკუნოვიჩი (31')

გოლები: 1-0 თოდუა (13'), 1-1 სენძიკასი (20), 2-1 გლინსკისი (25), 3-1 თოფურია (29), 3-2 ვოსკუნოვიჩი (31), 4-2 სებისკვერაძე (33), 5-2 კურტანიძე (35), 5-3 ზაგურსკასი (38)