ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა
ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა
15.04.2019
ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი-რადუ ალბოტის წყვილი, ხვალ 16 აპრილს, მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა გათამაშების პირველ მატჩს გამართავს. მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი რეივენ კლასენისა და ბრიტანელი ჯო სოლსბერის წყვილი იქნება. 2018-2019 წლებში ბასილაშვილი ალბოტის წყვილმა ექვს საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. 2018-New York Open, Delray Beach Open, Abierto Mexicano Telcel-Acapulco, Istanbul Open, Moselle Open-Metz და 2019 წელს -Miami Open. მათ აქტივში 5 მოგება და 6 მარცხია.

მონტე კარლოს მასტერსის 2019 წლის გათამაშებამ კი სტარტი, დღეს, 15 აპრილს აიღო და ქართველისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. აღნიშნული ტურნირი დიდი შლემის ტურნირების შემდეგ ყველაზე მაღალქულიანია. ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას და 958,054 ევროს გამოიმუშავებს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მონტე კარლოს მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-12 ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მეტოქე მსოფლიოს 37-ე ჩოგანი, უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი იყო. ამ დრომდე ბასილაშვილი და მარტონ ფუქსოვიჩი ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. 2019 წელს როტერდამში 2015 წელს უიმბლდონის დიდი შლემის ტურნირზე, 2014 წელს მონპელიეში, ხოლო 2013 წელს სტამბულში. ბასილაშვილმა უნგრელი ჩოგბურთელის დამარცხება მხოლოდ ერთხელ, უიმბლდინის საკვალიფიკაციო რაუნდში შეძლო, დანარჩენ სამ შემთხვევაში გამარჯვებული მარტონ ფუქსოვიჩი იყო.  

მიუხედავად იმისა, რომ  აღნიშნულ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელითა და სარეიტინგო მე-17 ნომერით მივიდა, ხოლო უნგრელი ჩოგბურთელი, თავისი საუკეთესო მაჩვენებელით მსოფლიოს 31-ე ჩოგანი იყო, ქართველმა დღესაც დათმო მატჩი, სამ სეტში 5-7, 6-3, 1-6 და წყვილთა თანრიგში ასპარეზობას გამოეთიშა.

ბასილაშვილისა და ფიქსოვიჩის დაპირისპირებებში კი ანგარიში 1-4 გახდა უნგრელის სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ, ბასილაშვილი, ბუდაპეშტის 250-იანი სერიის ტურნირში ჩაებმება, რომელიც სტარტს 20 აპრილიდან აიღებს და  სადაც ნიკა, მე-3 ნომრად არის განთესილი.