მონტე კარლოს მასტერსი და შემდეგ, ბუდაპეშტი
მონტე კარლოს მასტერსი და შემდეგ, ბუდაპეშტი
14.04.2019
ავტორი:

მაიამის მასტერსის შემდეგ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე-17  ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებს. ტურნირს, რომელსაც 3 წელი უცვლელი გამარჯვებული რაფაელ ნადალი ჰყავს 14-21 აპრილის ჩათვლით გაიმართება.  

1000-ქულიანი ტურნირზე რომელმაც სტარტი დღეიდან, 14 აპრილიდან აიღო, ქართველი ჩოგბურთელი მე-12 ნომრად არის განთესილი. ვინაიდან, ნიკას 2018 წლის მონაკოს მასტერსზე მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, მას არც ქულები აქვს დასაცავი და ყველა განვლილი წრის ქულა მის აქტივს შეემატება. ბასილაშვილის პირველი მეტოქე კიმ უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი იქნება, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი თებერვალში, როტერდამში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ATP 500 სერიის ტურნირის მერფედფინალში შეხვდა და ორ სეტში 7:6, 6:1. ასე, რომ ბასილაშვილს, მონტე კარლოს მასტერსის სასტარტო მატჩში, ეს ვალიც „ამოსაღები" ექნება.

მონაკოს მასტერსის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის 250-იანი სერიის ტურნირში ჩაებმება, რომელიც სტარტს 20 აპრილიდან აიღებს და  სადაც ნიკა, მე-3 ნომრად არის განთესილი.