მარიამ ბოლქვაძის მეოთხე ტიტული
მარიამ ბოლქვაძის მეოთხე ტიტული
14.04.2019
ავტორი:

პორტუგალიაში მიმდინარე ობიდოსის  ჩელენჯერის ფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა ქალმა მარიამ ბოლქვაძემ ესპანელ ნურია პარისას დიასს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა. ეს მისთვის მეოთხე კარიერული ტიტულია.

ბოლქვაძემ, ასპარეზოის1/32 ფინალში ორ სეტში 6:3, 6:1 ემილი ვებლი-სმითი დაამარცხა. მერვედფინალში ლატვიელი დანიელი ვისმანე ორ სეტში 6:3, 6:0 სძლია.  მეოთხედფინალში ესპანელ  კრისტინა ბუსკას 6:3, 6:1 მოუგო. ბოლოს, ნახევარფინალში კი თანამემამულე სოფიო შაფათავა 6:2, 6:2 დაამარცხა.

ობიდოსუს ჩელენჯში გამარჯვებისთვის ბოლქვაძემ 16 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო კლასიფიკაციაში 252-ე ადგილზე გადაინაცვლ. ეს კი, ქართველი ჩოგბურთელისთვის საუკეთესო მაჩვენებელია კარიერაში.

ერთეულთა თანრიგში, თანამემამულესთან განცხილი მარცხის მიუხედავად, სოფიკო შაფათავა  ობიდისის ტურნირის პირველ საფეხურზე მაინც ავიდა, მხოლოდ წყვილთა თანრიგში. შაფათავა, თავის მეწყვილე ემილი უებლი სმიტთან ერთად, ობიდოსის ტურნირის წყვილთა თანრიგის გარჯვებულები გახდა. ფინალში მათი მეტოქე მარიამ ბოლქვაძის და ნასტია კოლარის წყვილი იყო, რომელიც ანგარიშით 6-1, 2-6,11-9 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.