ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირში იწყებს ასპარეზობას
ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირში იწყებს ასპარეზობას
19.03.2019
ავტორი:

მაიამიში დღეს სტარტი აიღო მაიამის მასტერსის ტურნირმა (ATP MIAMI 1000). ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და აქედან გამომდინარე, ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაებმება.

საწყის ეტაპზე, მისი მეტოქე გერმანელ მიშა ზვერევს (75) და ესპანელ ნიკოლა კუნს (255) შორის გამარჯვებული იქნება.

მაიამის მასტერტისი ტურნირის საპრიზო ფონდი 9,314,875 დოლარს შეადგენს. მისი გამარჯვებული 1,354,010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მეორე წრეში გავიდა.  ამჯერად კი, აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ქულების მოგროვების კარგი შანსი ეძლევა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, მაიამი მასტერსზე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. მისი მეწყვილე მოლდოველი რადუ ალბოტი არის. წყვილი ერთად დღეს, პირველ მატჩს გამართავს.  მათი მეტოქეები იაპონელი ბენ მაქლაჰანი (Ben McLachlan) და ბრიტანელი ნილ სკუპსკი (Neal Skupski) იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილს და რადუ ალბოტს წყვილში ცხრა მატჩი აქვთ ჩატარებული. ტურნირის მიმდინარეობას და შედეგებს თვალი მიმაგრებული ბმულის საშუალებით ადევნეთ https://bit.ly/2HvldjE