2020 წლის პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე
2020 წლის პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე
18.03.2019
ავტორი:

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 23 მარტს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, „დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთენი უკვე სტადიონის სალაროებში იყიდება.

დღეს კი, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე, არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. დლადიმირ ვაისის გუნდმა საწვრთნელ პროცესის პირველ დღეს 13 ფეხბურთელის  შემადგენლობით ივარჯიშა. 2019 წლის პირველ სანაკრებო ვარჯიშზე გუნდთან ერთად იყვნენ:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი); მცველები: დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", ბათუმი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ვაკო გვილია („გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („გრენობლი", საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზლინი", ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი; 

დღესვე, გიორგი ქვილითაიამ („გენტი", ბელგია) და ვატო არველაძემ („კორონა", პოლონეთი) სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს ინიდივიდუალურად. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს, 19 მარტს, კვლავ საფეხბურთო კლუბის „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

შვეიცარიასთნ და ირლანდიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში, ვლადიმირ ვაისს, სულ 25 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი ლორია („მაგდებურგი", გერმანია), გიორგი მაკარიძე („ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), ლაშა დვალი(„ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე („ციურიხი", შვეიცარია); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი", დანია), ვაკო გვილია („გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე („რანდერსი", დანია), ჯაბა ჯიღაური („გრენობლი", საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზლინი", ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი; თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („გენტი", ბელგია), ვატო არველაძე („კორონა", პოლონეთი), ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი).


ლაშა კუპრაშვილის ფოტო