საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშება გრძელდება
საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშება გრძელდება
12.03.2019
ავტორი:

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიები დაიწყო. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ხოლო მეორეში ბრძოლა ფაქტობრივად არ შედგა.

ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა. მანამდე შედეგიანად მოთამაშე ნოდარ გოგოძემ ბოლო პერიოდშიც გააგრძელა ზუსტი სროლების განხორციელებმა და სწორედ მისი სამქულიანით მოიგო "ბათუმმა". შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე "დელტა" 74:70 იგებდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბათუმელთა მედგარმა დაცვამ თავისი გაიტანა. თბილისურმა გუნდმა ბურთი ვეღარ ჩაგდო, ხოლო ზღვისპირელებმა კეისი შეპარდის ორქულიანითა და გოგოძის სამიანით 75:74 იმარჯვეს.

***

"ოლიმპისა" და "შსს აკადემია-ტიტების" დაპირისპირების  ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. ლაშა გამყრელიძის ხელმძღვანელობით "ტიტებმა" საუკეთესო მატჩი გამართა და სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იოლად დაამარცხა. ბოლო პერიოდში, როცა ანგარიშში სხვაობამ 30 ქულას მიაღწია, მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ და თამაშიც საბოლოოდ "ტიტების" 19-ქულიანი გამარჯვებით - 77:58 დასრულდა.

"ტიტებს" 21 ქულით კაჰიმ რენსომმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზე დაგროვდა. 9-9 ქულა სამმა კალათბურთელმა - ილია ლონდარიძემ, გუჯა ბირკაიამ და ლუკ მეიერმა მოაგროვეს. "ოლიმპში" 16 ქულით ბომბარდირი რეზო როგავა გახდა.

"ბათუმი" "დელტას" 19 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო "შსს აკადემია-ტიტების" სერიის მეორე მატჩი 2 აპრილს გაიმართება.

***

დღეს ქუთაისში თასის გათამაშების მეოთხედფინლური სერიის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა 108:75 დაამარცხა "კაკტუსი". გამარჯვებულთაგან 10 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ელჯეი ბუსი გახლდათ. 17-17 ქულა გიორგი ბარბაქაძემ და ჯონათან ლიმ მოაგროვეს. "კაკტუსში" 17 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკ ნილი.

მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში "კაკტუსი" "ქუთისს" 19 მარტს უმასპინძლებს.

დელტა - ბათუმი 74-75

ოლიმპი - შსს აკადემია-ტიტები 58-77                   


მასალა მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით / ფოტო: gbf.ge