ზუროსი საბერძნეთთან „ლაქრობისთვის“ ემზადება
ზუროსი საბერძნეთთან „ლაქრობისთვის“ ემზადება
16.02.2019
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, 19 თებერვალს გამთენიისას საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით გასვლით მატჩს გამართავს. ქართველთა გუნდი, კუნძულ კრეტაზე, მასპინძლებს 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან. ტრავმების გამო ვერ ნაკრებს ვერ ეხმარებიან თორნიკე შენგელია და ნიკა დარბაიძე. დიდი ალბათობით, ეროვნულს ვერ დაეხმარება ვერც გოგა ბითაძე.

საბერძნეთის და შემდეგ, 24 თებერვალს, უკვე თბილისში გასამართი შეხვედრისთვის ესტონეთის წინააღმდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილიას ზუროსს, გაფართოებულ შემადგენლობაში შემდეგი კალათბურთელები ჰყავს გამოძახებული: გიორგი ცინცაძე („ალ-შამალი" ყატარი), თედ მაკფადენი („გრან-კანარია" ესპანეთი ACB), ლუკა ბულაშვილი („კულერედო", ესპანეთი EBA), რატი ანდრონიკაშვილი („ბურგოსი" U18, ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე („დელტა", თბილისი), დუდა სანაძე („რადომი" პოლონეთი), დავით ლომიძე („ქუთაისი"), მიხეილ ჭოჭუა („დინამო" თბილისი), მერაბ ბოქოლიშვილი („დინამო" თბილისი), რევაზ როგავა („ოლიმპი" თბილისი), ლევან ფაცაცია („ქუთაისი"), სანდრო სანაძე (თსუ-ჰიუნდაი),  მიხეილ ბერიშვილი („ალ-შამალი" ყატარი), ნიკა მეცხვარიშილი („კავკასია"), დავით კაკუშაძე („ნიუ ჰემშირი", აშშ HS), ბექა ბურჯანაძე („დელტეკო", ესპანეთი ACB), სანდრო მამუკელაშვილი („სენტ ჰოლი" აშშ NCAA), ილია ლონდარიძე („შსს-აკადემია ტიტები"), გიორგი შერმადინი („უნიკახა" ესპანეთი ABC), გოგა ბითაძე („ბუდოჩნოსტი", მონტენეგრო), აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი"), ბექა ბექაური („დელტა" თბილისი), გიორგი კორსანტია („თსუ-ჰიუნდაი", თბილისი), გეგი ბაქრაძე („დელტა" თბილისი).

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ნაკრები 16 თებერვლიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეიკრიბა. ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს, ჩატარებული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს. თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, ახლა, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა - ესტონეთთან და ისრაელთან - წააგოს.

შეგახსენებთ, რომ კრეტაზე საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 21 თებერვალს შედგება. ქართველი კალათბურთელები შინ 23 თებერვალს გამთენიისას დაბრუნდებიან.