ლიპომ პარიზში წლის პირველი ოქრო მოიგო
ლიპომ პარიზში წლის პირველი ოქრო მოიგო
10.02.2019
ავტორი:

ძიუდოს მსოფლიო ელიტის ახალი სეზონის პირველი პრესტიჟული ტურნირიდან ქართველები ოქროს გარეშე არ დაბრუნდნენ. საფრანგეთში, პარიზის გრანდ-სლემზე ოქროს მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა. ქართველთა ნაკრების კაპიტანმა, ამ გამარჯვების შემდეგ, პარიზული „გრანდ სლემის" ტურნირებში მეშვიდე მედალი მოიპოვა და სამი  ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ორ ოქროს მედალს, კიდევ ერთი ოქრო შემატა.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ფინალურ ორთაბრძოლაში, ლიპარტელიანმა ნაცნობ მეტოქესთან, იაპონელ აარონ ვოლფთან, ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის 2 წლის წინანდელ ფინალში დამარცხებისთვის სრული რევანში აიღო.

შეგახსნებეთ, რომ ტურნირის პირველი დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის. სამ წონით კატეგორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა მედლის, ორი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. სამწუხაროდ, ქალთა შორის წარმომადგენლები პარიზში არ გვყოლია.




ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის  (IJF) ფოტოები