ლაშა ტალახაძე - მეორედ ზედიზედ
ლაშა ტალახაძე - მეორედ ზედიზედ
11.02.2019
ავტორი:

მეორე წელია, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვაში საუკეთესო ხდება. ქალებთა შორის საუკეთესოდ კი, ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.

გამოკითვხა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველი წლის ბოლოს რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობს და სპორტის ამ სახეობის

გულშემატკივარს, 24-საათიანი შუალედით მისთვის სასურველი სპორტსმენის სასარგებლოდ შეუძლია ხმის მიცემა. გამოკითხვის აუცილებელი პირობაა, ხმა მისცე სპორტის ამ სახეობაში ქალსაც და კაცსაც.

2018 წლის საუკეთესო  მამაკაცი და ქალი ძალოსნების შორის გამარჯვებულების გამოსავლენად, საერთო ჯამში, გამოკითხვაში 30000-მდე ადამიანმა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო. ესპანელმა ქალბატონმა კი, 13000.

მამაკაცთა შორის, სადაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში ლაშა ტალახაძე მონაწილეობდა მეორე ადგილზე ირანელი სოჰრაბ მორადის, ხოლო მესამე ინდონეზიელი ეკო იული ირავანის ერგოთ.

თუ როდის და სად გაიმართება IWF-ის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი საუკეთესოების დაჯილდოება ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონია კვლავ საქართველოში გაიმართოს.


გიგა გურასაშვილის ფოტო