გუდაურმა საქართველოს თასის მე-3 ეტაპს უმასპინძლა
გუდაურმა საქართველოს თასის მე-3 ეტაპს უმასპინძლა
03.02.2019
ავტორი:

საქართველოს თასის მესამე ეტაპი გაიმართა 1-2 თებერვალს გუდაურში. ტრადიციულად, 2019 წლის გათამაშების ამ ეტაპზეც სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდა ასპარეზობა. შეჯიბრი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენები მონაწილეობენ, გუდაურში, „სპორტულ ფერდობზე" გაიმართა. სამ ასაკობრივ კატეგორიაში გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდებისა და სპორტული სკოლების წევრებთა საერთო რაოდენობამ 70 მოთხილამურე შეადგინა.

გამარჯვებულებიც წინა ეტაპების მსგავსად, 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ასპარეზობის პირველ დღეს, სლალომში ჩემპიონები გახდნენ:

2005-2006 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძე და გიორგი გულედანი.

2003-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანი და ლუკა ბუჩუკური.

2002 წელი და უფროსი ასაკში გოგონათა შორის კატო გოცირიძე გაიმარჯვა. ვაჟთა შორის  კი, გიორგი კურტანიძე.

გიგანტური სლალომის ტრასა სტანდარტულ სიგრძეზე განლაგდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსი ბენიაიძეც ასპარეზობდა.

გიგანტურ სლალომში გაიმარჯვეს:

2005-2006 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძემ და კოტიკო გოცირიძემ.

2003-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა.

2002 წელი და უფროსი ასაკის გოგონათა შორის კვლავ კატო გოცირიძე იყო საუკეთესო, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ბაკურიანის ამ ეტაპზე დასთმო ლიდერობა.  ვაჟთა შორის კი, ალექსი ბენიაიძემ გაიმარჯვა.