საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისრაელი 7-0 დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისრაელი 7-0 დაამარცხა
31.01.2019
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის მომდევნო რაუნდში თამაშის უფლება გაინაღდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის მორიგი საასპარეზო დღე, ქართული გუნდისთვის მხოლოდ, მომდევნო ეტაპის - „მეინ რაუნდის" ჯგუფს დაადგენს ემსახურებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ფეხბურთელები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდნენ, მათი მეტოქეები „მეინ რაუნდში" ესპანეთის, პოლონეთისა და საკვალიფიკაციო ეტაპის H ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნებოდნენ. „მეინ რაუნდი" 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ჩვენი ნაკრები, კი 1 ჯგუფში, უკვე ჩამოთვლილ მეტოქეებთან ერთად პოლონეთში ითამაშებს.




მანამდე კი 2 თებერვალს, კვლავ 20:30 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ფუტსალის ნაკრები დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. დანიელებმა, თბილისში გამართული 2 შეხვედრიდან 1 ფრედ ითამაშეს ისრაელთან 1-1, მეორე კი დღეს, გერმანიასთან 5-2 წააგეს.

***

მეორე საასპარეზო დღის პირველი მატჩისგან განსხვავებით, მეორე შეხვედრაში, რომელშიც საქართველოსა და ისრაელის ფუტსალის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს, 5 უპასუხო გოლი მხოლოდ ერთ ტაიმში და ბუნებრივია, ერთ კარში გავიდა.




ისევე, როგორც გუშინ, დღესაც, ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: ზვიად კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალეს და არჩილ სებისკვერაძე.  როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვერდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეტევებით დაიწყო და უკვე პირველი 10 წუთის შემდეგ, მასპინძლები 5-0 -ს იგებდნენ. გოლები მე-4, მე-6, მე-9 (ორი გოლი 15 წამიანი შუალედით) და მე-11 წუთებზე გავიდა. აქედან თალესმა პირველი და მეხუთე გოლების გარდა, ამ ტაიმში ჰეთ-თრიქიც შეასრულა. თალესის, შოთა თოფურიასა და ფუმასას გოლებს, მეორე ტაიმში, გია ნიყვაშვილისა და ვახტანგ ჯვარაშვილის გოლებიც დაემატა. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით 7-0 გაიმაჯვა და 2 მოგებითა და 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.




ჯგუფის ბოლო შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახელში 2 თებერვალს გაიმართება.  ამ დღეს 17:30 საათიდან, ისრაელისა და გერმანიის ნაკრებებს შორის მატჩში გაირკვევა, თუ ვინ გააგრძელებს ასპარეზობას „მეინ რაუნდში".

20:30 წუთიდან კი, საქართველოსა და დანიის ფუტსალის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ასე, რომ დარბაზის ფეხბურთის მოყვარულებს, რომლებსაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩებზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ, მოვუწოდებთ, არ დაეზაროთ და მოვიდნენ თამაშეზე, სადაც ჩვენი ნაკრების მონაწილეობით კარგი სანახაობა ელით.