გიორგი კუხიანიძე ახალი სეზონიდან „დინამო თბილისშია“
გიორგი კუხიანიძე ახალი სეზონიდან „დინამო თბილისშია“
22.01.2019
ავტორი:

თურქეთის შეკრებაზე გამგზავრებამდე, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული სპარინგ-მატჩის დროს, „თელავის" წინააღმდეგ, თბილისელთა რიგებში გიორგი კუხიანიძემაც ითამაშა. დედაქალაქურ გუნდში ქუთაისის „ტორპედოს" ფეხბურთელის გადმოსვლის შესახებ, ინფორმაცია „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

„დინამო თბილისის" გვერდი გვამცნობს, რომ კლუბს 26 წლის შემტევი ნახევრმცველი გიორგი კუხიანიძე ოფიციალურად შეუერთდა თბილისურ კლუბს. ფეხბურთელმა „დინამო თბილისთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კუხიანიძემ საფეხბურთო კარიერა ქუთაისის „ტორპედოში" დაიწყო. ამის შემდეგ ის, „ზესტაფონის", „შუქურასა" და „ლოკომოტივის" რიგებშიც გამოდიოდა. ბოლო ორი სეზონი ფეხბურთელმა  „ტორპედოს" შემადგენლობაში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთ კლუბი „დინამო თბილისი" ზეგ, 24 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. ერთთვიანი შეკრების დროს დინამოელებს 7 ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. თბილისელები სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდებიან, ელიგის 2019 წლის სეზონის პირველ მატჩს კი 3 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე", „ჩიხურას" წინააღმდეგ გამართავენ.