ბაკურიანი საქართველოს თასის მეორე ეტაპს მასპინძლობს
ბაკურიანი საქართველოს თასის მეორე ეტაპს მასპინძლობს
19.01.2019
ავტორი:

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის 2019 წლის გათამაშების მეორე ეტაპს ბაკურიანი მასპინძლობს. დღეს, 19 იანვარს, მეორე ეტაპის პირველი საასპარეზო დღე იყო. დიდველის ფერდობზე სტარტი სლალომის შეჯიბრს მიეცა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე გათამაშებაში მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სამ ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობენ. დღევანდელ შეჯიბრში მონაწილეობა სვანეთის, გუდაურის, აჭარის, ბაკურიანის გუნდებმა, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და ასევე ბაკურიანის სპორტ-სკოლების წევრებმა მიიღეს. საერთო ჯამში, მონაწილეთა რიცხვმა 71 შეადგინა.~

ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006 გოგონათა შორის სამეული ასე გამოიყურება:

1.       ანი ჩიტაძე

2.       ნატა მეხეშიძე და

3.       ნატა ჩოგაძე

 ვაჟთა შორის ამ კატეგორიაში:

1.       ოთარ წულეისკირი

2.       გიორგი გულედანი

3.       ლუკა ბურდული

ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004 - ამ ასაკობრვ ჯგუფში საპრიზო სამეულები ასე გადანაწილდა:

გოგონები: 

1.       ელენე ჩივაძე

2.       მარიამ ნავერიანი

3.       მარი ჩოგაძე

ვაჟთა შორის საუკეთესო სამეული ასე გადანაწილდა:

1.       ლუკა ბუჩუკური

2.       ირაკლი არღვლიანი

3.       ნიკოლოზ გაგაძე.

გათამაშების მთავარ კატეგორიაში - მოზრდილები და 2002 წელს ზემოთ დაბადებულთა შორის:

გოგონათა შორის გამარჯვებული კვლავ კატო გოცირიძე გახდა

2. თამარ ბარბარიანი

3. მაგატა ჯაფარიძე

ვაჟთა შორის ამ დღის პირველი სამეული ასე გამოოიყურება:

1.       ლაშა კურტანიძე

2.       ნოდარ კოზანაშვილი

3.       გიორგი აბრამაშვილი

ბაკურიანის ეტაპის მეორე საასპარეზო დღე ხვალ, 20 იანვარს გაიმართება. შეჯიბრი კვლავ დიდველის ფერდობზე გაიმართება და საუკეთესოები ამჯერად, გიგანტურ-სლალომში გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის 2019 წლის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს. მიმდინარე გათამაშების ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამით კი, ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრის შანსი ეძლევათ.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტია" მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი".