კობიაშვილი 27 სუბიექტმა წარადგინა
კობიაშვილი 27 სუბიექტმა წარადგინა
18.01.2019
ავტორი:


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია 21 იანვარს სრულდება. 18 იანვრის მონაცემებით კი, სფფ-ში მხოლოდ ერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი არის დარეგისტრირებული. ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, გენერალურ სამდივნოში ერთდროულად 27 სუბიექტმა წარადგინა, არსებული 30-დან. თუ კონკრეტულად, რომელმა ორგანიზაციება წარადგინეს კობიაშვილი, სფფ-ში ამ ეტაპზე არ ახმოვანებენ.

ღეს უკვე ოფიციალურად შევიტანე განაცხადი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ და არანკლებ, მოტივირებული ვარ ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო. პირველ რიგში, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ კიდევ ერთხელ დამიჭირეს მხარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. როგორც ჩემი ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი. ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს. თუ კიდევ ერთხელ მომეცემა იმის საშუალება, რომ ვუხელმძღვანელო ჩემთვის საყვარელ სფეროს ეს ძალიან დიდი პატივი იქნება",  - ამბობს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ს სათავეში ლევან კობიაშვილის ყოფნის დროს, სფფ მსოფლიო ფეხბურთის აქტიური შემადგენელი ნაწილი იყო და წარმატებით მიჰყვებოდა საქართველოში ფეხბურთის განვითარების გზას. ამ პერიოდში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყურადღებას ამახვილებდა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ლევან კობიაშვილის და მისი გუნდის სფფ-ს პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლაა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე.

„28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2019 წლის რიგით ყრილობის თარიღად 15 თებერვალი განსაზღვრა. ამასთან ერთად არის საარჩევნო წელი და აირჩვიან აღმასკომის წევრები მომდევნო ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტობის კანდიდატურად რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და ამ დროისთვის სფფ-ის 30 წევრიდან 27-მა შემოიტანა განაცხადი. და ყველა მათგანი მხარს ლევან კობიაშვილს უჭერს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მედია საშუალებებსა და საზოგადოებას უკვე დასრულებული პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის",  - ამბობს, დავით მუჯირი.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ს 29-ე ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს თბილსში, სასტუმრო „ჰუალინგში" ჩატარებდა.


სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი