15 წლამდე ტურნირში „საბურთალოს“ ფინალში კვლავ „დინამო თბილისი“ შეხვდა
15 წლამდე ტურნირში „საბურთალოს“ ფინალში კვლავ „დინამო თბილისი“ შეხვდა
12.01.2019
ავტორი:

„დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" 15-წლამდე ტურნირის ფინალში ერთმანეთს კვლავ ორი თბილისური კლუბი „საბურთალო" და „დინამო თბილისი" დაუპირისპირდებიან. ქართული ფეხბურთის ის გულშემატკივარი, რომლებიც ბავშვთა ფეხბურთს და განსაკუთრებით „ზამთრის თასის" გათამაშებას მესამე წელია აკვირდებიან, დაგვეთანხმება, რომ 2018 წლის ფინალის დროს, ტრიბუნაზეც და მოედანზეც იყო, უფრო მეტი ემოცია და საფეხბურთო აურა, ვიდრე ყველა დარაჩენ თამაშში ერთად აღებული. ზუსტად ერთი წლის წინ 2018 წლის ფინალურ მატჩში (მხოლოდ მაშინ პირველობა 14-წლამდე ბავშვთა შორის თამშდებოდა), ანგარიში დინამოელებმა გახსნეს. თუმცა, „საბურთალოს" 8-ანმა ლუკა მამულაშვილმა „დინამოს"ზედიზედ 2 გოლი გაუტანა. საერთო ჯამში კი მამულაშვილმა, ამ მატჩში, 3 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა კი „დინამოს" 4-2 მოუგო და 14-წლამდელთა გათამაშების „ზამთრის თასის" მფლობელი გახდა.

როგორ წარიმართება 2019 წლის ზამთრის თასის გათამაშების ფინალი ტურნირის მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოსა" და „დინამო თბილისს" შორის, ახლა უკვე 15-წლამდე ტურნირში, ეს 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიუ სასახლეში 16:00 საათიდან გაირკვევა.

„ზამრის თასის" გათამაშების მეორე დღეს კი,  15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის „გ" და „დ" ჯგუფების შეხვედრები გაიმართა და მეორე ფინალისტი გამოვლინდა. პირველად, საუკეთესო "გ" ჯგუფში გამოვლინდა. აქ, გამარჯვებული 7 ქულით „დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდი გახდა. თბილისელებმა რაჭისა და სამეგრელოს გუნდები დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხეს, სფფ-ის აკადემიის მეორე გუნდთან კი ფრედ ითამაშეს. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე,  დინამოელებმა 17 გოლის გაიტა შესძლეს  და საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღეს.

„დინამო თბილისი" - „რაჭა"  11-0

სფფ აკადემია 2 -  „სამეგრელო"   0-0

სფფ აკადემია 2 - „დინამო თბილისი" 1-1

სამეგრელო - რაჭა 3-0

სფფ აკადემია 2 - რაჭა  2:1

„დინამო თბილისი" - „სამეგრელო" 5-1

„დ" ჯგუფში ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გუნდებმა თანაბარი, 7-7 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ½ ფინალში თამაშის უფლება ქვემო ქართლის გუნდმა მოიპოვა. ამ ჯგუფში შეხვედრები ასე დარსულდა:

„ლოკომოტივი"- ცხინვალის რეგიონი 1-1

ქვემო ქართლი - მცხეთა-მთიანეთი 0-0

„ლოკომოტივი" - მცხეთა-მთიანეთი 0-1

ქვემო ქართლი -  ცხინვალის რეგიონი 2-0

მცხეთა-მთიანეთი ცხინვალის რეგიონი 2-1

„ლოკომოტივი"- ქვემო ქართლი  0-1

მეორე დღის ½ ფინალში, როგორც უკვე გითხარით „დინამო თბილისისა" და ქვემო ქართლის გუნდები წარსდგნენ. დინამოელებმა შეხვედრის სტარტზევე სწრაფი გოლის გატანა შესძლეს და მალევე უპირატესობა 2-მდე გაზარდეს. პირველი ტაიმი თბილისელებმა 4-0 მოიგეს. საერთო ჯამში კი ამ შეხვდრაში 8 უპასუხო გოლი გაიტანეს.

ხვალ, „დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდი, არანაკლებ საინტერესო „საბურთალოს" გუნდს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 16:00 გაიმართება. მანამდე კი დილის 11 საათიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფეხბურთის მოყვარულებს ჯერ „ზამთრის თასისი" ძირითადი ტურნირის მე-3 ადგილის შეხვერდა ელით, შემდეგ კი, მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით ვეტერანთა ტურნირი და სფფ-სგან ბევრი სიურპრიზი.