„საბურთალოს“ 15-წლამდე გუნდი „ზამთრის თასის“ ფინალშია
„საბურთალოს“ 15-წლამდე გუნდი „ზამთრის თასის“ ფინალშია
11.01.2019
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" გათამაშების 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირმა, რომელიც ტრადიციულად, საახალწლო საფეხბურთო ზეიმის შემადგენელი ნაწილია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ტარდება.

ტურნირში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საერთო ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს, 4 ქვეჯგუფში ტარდება. 11 იანვარს, ასპარეზობის პირველი დღე იყო და ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში, „ა" და „ბ" ჯგუფების შეხვედრები გაიმართა.

„ა" ჯგუფში, მატჩები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:

„საბურთალო" - „გურია"  2-0

„იმერეთი"- „სამცხე-ჯავახეთი" 3-0

„საბურთალო" - „სამცხე-ჯავახეთი" 7-0

„იმერეთი" - „გურია"  1-0

„გურია" „სამცხე-ჯავახეთი" 0-2

„საბურთალო" „იმერეთი" 5-0

შესაბამისად, "ა" ჯგუფში, პირველ ადგილზე თბილისის "საბურთალოს" 15-წლამდე გუნდი გავიდა. საბურთალოელებმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს. მათ შესძლეს გათამაშების პირველ დღეს, ყველაზე დიდი ანგარიშით მოეგოთ თამაშიც.  ცხრა ქულა დააგროვეს და ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულეს. ჯგუფში, მეორე ადგილი „იმერეთის" რეგიონის 15-წლამდე გუნდი გავიდა.

გაცილებით დაძაბული გამოდგა "ბ" ჯგუფის შეხვედრები.  სამმა გუნდმა ოთხი ქულა დააგროვა და დებულების შესაბამისად, ნახევარფინალში გამსვლელი გუნდი ბურთების უკეთესი სხვაობით გამოვლინდა. „შიდა ქართლის", „კახეთისა" და სფფ აკადემიას შორის საუკეთესო სხვაობა შიდაქართლელებს ჰქონდათ და ჯგუფშიც პირველი ადგილი მათ დაიკავეს.

„აფხაზეთი" - სფფ აკადემია 0-0

„კახეთი" - „შიდა ქართლი" 3-1

„კახეთი"- „აფხაზეთი" 0-0

სფფ აკადემია - „შიდა ქართლი" 1-4

„აფხაზეთი" - „ შიდა ქართლი" 0-0

სფფ აკადემია - „კახეთი" 3-0

სხვათა შორის, ამ ჯგუფში ერთადერთი გუნდი რომელმაც კარი მშრალად შეინახა, „აფხაზეთია". მიუხედავად ამისა, შავიზღვისპირელებმა, ვერც გოლის გატანა შესძლეს და შესაბამისად ჯგუფის სამივე შეხვერდა 0-0 დაასრულეს. ჯგუფში, მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავეს და წლევანდელ გათამაშებას გამოეთიშნენ.

დებულების თანახმად, ნახევარფინალში თამაშის უფლებას კი, თითო ჯგუფიდან პირველადგილოსანმა გუნდებმა მოიპოვეს. „საბურთალოსა" და „შიდა ქართლის"  შეხვედრა, გარდამავალი უპირატესობით წარიამრთა და საბურთალოელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ახლა, „საბურთალო" მეორე ფინალისტის მოლოდინშია.

ხვალ, 12 იანვარს, თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში, 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი განახლდება და მეორე ფინალისტს „გ" და „დ" ჯგუფში მოასპარეზე გუნდები გამოავლენენ.

„გ" ჯგუფის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება.