მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები თბილისში ხვალიდან დაიწყებენ ჩამოსვლას
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები თბილისში ხვალიდან დაიწყებენ ჩამოსვლას
11.01.2019
ავტორი:

ლეგენდების ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, ტრადიციული, რიგით მესამე „ზამთრის თასის" გათამაშების ფარგლებში ჩატარდება. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გევრდი აანონსებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორების მხრიდან რამდენიმე სიურპირზი ელით.

„დასკვნითი დღე იქნება 13 იანვარი. ამიტომ, გულშემატკივარს მოვუწოდებ, 13 საათიდან, მაშინ როდესაც ლეგენდების ტურნირი აიღებს სტარტს და პარალელურად, ჩატარადება 15-წლამდე და ძირითადი ტურნირის ფინალური მატჩები, მოვიდნენ ოლიმპიურ სასახლეში. წელს უეფა-ს გუნდთან ერთად, რომელიც ტრადიციულად მონაწილეობს ჩვენს ტურნირში, ესპანეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან ერთად, „ზამთრის თასზე", პირველად იქნება წარმოდგენილი ფიფა-ს ლეგენდების გუნდი, რომლებიც საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოვლენ. ამ გუნდში, ქართველებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საყავრელი ფეხბურთელები იქნებიან. საინტერესო და სახალისო იყო ჩვენს მიერ გამოცხადებული კონკურსი, გამოეცნოდ ვარსკვლავები, რომლის დროსაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების 6 მაისური გავათამაშეთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან ერთად. დღეს კი, საბოლოოდ, გამოვაცხადეთ ფიფა-ს გუნდის ვარსკვლავური შემადგენლობაც", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.




ლეგენდების ტურნირის დებიუტანტი ფიფა-ს ვარკსვლავური გუნდი, თბილისში 10 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩამოვა, რომელთა შორის არიან: პიერ ვებო, ჟერემი ნჯიტაპი, სტიპე პლეტიკოშა, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, ივიცა ოლიჩი, მარკო მატერაცი, ივან კლასნიჩი, ნუნო გომეში, დარიო შიმიჩი.

ფიფა-ს გუნდი „ზამთრის თასის" 2019 წლის გათამაშებაში ჯგუფში, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა. ჩვენი გუნდი, კი შეგახსენებთ, ამ ტურნირის 2-გზის გამარჯვებულია.  დავით მუჯირი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ტიტულს წელსაც შეინარჩუნებს.

ჩვენი ჯგუფის მესამე მონაწილის, თურქეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნევრუზ შერიფი, ნეჯდეთ ერგუნი, თურგაი სემერჯი, მუსთაფა გიულენი, ჰუსეინ შიმშექი, ჯიჰან ჰასპოლათლი, ომერ ერდოღანი, მეჰმედ ილმაზი, ჰასან ქაბზე, ვოლქან არსლანი, ქუბილაი ერელი, ევრენ ნური თურანი, ფარუქ ათალაი, ჯელალ გოქჰანი, სერჰათ ჩიჩექი, ომერ ჰაჯისალიჰოღლუ, ერსოი უჩთუ.

„მძიმე ტრავმის შემდეგ, საკმაოდ გამიჭირდა სათანადო ფორმაში შესვლა. თუმცა, ჩვენი გუნდი, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. გუნდში არის სიახლე მეკარეებში - ირაკლი ზოიძე და სოსო გრიშიკაშვილი იქნებიან წელს ჩვენთან ერთად. ასევე, რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ცოტა ხნის წინ, აქტიურ ფეხბურთში იყვნენ. მაგალითად, ლაშა სალუქვაძე, რომელიც დიდი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის და დარწმუნებული ვარ, ის სრულფასოვნად შეცვლის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ გათამაშებაში ვერ მონაწილეობენ", - ამბობს დავით მუჯირი, რომელიც წლევანდელ გათამაშებაში სხვა ამპლუაში წარსდგება გულშემატკივრის წინაშე, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და გულშემატკივრისთვის კიდევ ერთ სიურპრიზად ტოვებს.




საქართველოს ნაკრებს, წელს ვერ დაეხმარება მიხეილ ყაველაშვილი. ჩვენი გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იქნება: გიორგი ლომაია, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მამუკა მაჭავარიანი, გოჩა ჯამარაული, დავით სირაძე, ლაშა სალუქვაძე, გივი კვარაცხელია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი

სიურპრიზებთან ერთად, 13 იანვარს, „ზამთრის თასის" გათამაშების ყველა მატჩის „ლაივ-ტრანსლიაცია" იქნება.

ლეგენდების ტურნირი, „ლეგენდების თასის" 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდები, როგორც იცით ორ ქვეჯგუფში განაწილდნენ: შესაბამისად, ბ ჯგუფი - უეფა, ესპანეთი, უკრაინა იქნებიან წარმოდგენილები. გუნდები კი თბილისში შემდეგი შემადგენლობით ჩამოდიან.

უკრაინა: ოლეჰ სობუცკი, სერგი ნაგორნიაკი, ბოგდან შერშუნი, ვიტალი რევა, ანდრი დონეცი, სერგი ნაზარენკო, ედუარდ ციხმეისტრუკი, ვასილი რაცი, ვოლოდიმირ ბონდარენკო, იური მაკსიმოვი, ანდრი ვორობეი, ვიტალი მანძიუკი

ესპანეთი: ხუან სანჩესი, ივან კამპო, ხოსე ამავისკა, პედრო კონტრერასი, ლუის მილა, რობერტო ფერნანდესი, ვიქტორ სანჩესი, კატანია, ხუან კარლოს მორენო, ვისენტე ენგონგა

უეფა: მილენკო აჩიმოვიჩი, ჟან-ფრანსის დომერგი, იოან ლუპესკუ, ნოელ მუნი, ოლივიე დოლია, იოზეფ ზაჰორსკი, იანიკ რაბუ, ჯასტინ ნანგმო, ნაჯიბ ელ ომარი, კრისტიან კარბონელი, ერიკ ბოატენგი, კევინ ლამური

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდების ტურნირის ყველა მატჩზე დასწრება სრულიად უფასოა.