სფფ-ს კონკურსი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება
სფფ-ს კონკურსი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება
09.01.2019
ავტორი:

„ზამთრის თასის" რიგით მესამე გათამაშებამდე ერთი დღე რჩება. ცნობილია, ძირითად ტურნირში, რომელიც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11-12-13 იანვარს გაიმართება მონაწილე საქართველოს ელიგისა და ლიგა 2-ის წარმომადგენელ გუნდთა თამაშების და  15-წლამდე რეგიონული გუნდების თამაშების განრიგი. ასევე ცნობილია, „ზამთრის თასის" 2019 წლის გათამაშების ბოლო დღის კალენდარი, როდესაც ქართველი გულშემატკივრის წინაშე, არც თუ შორეულ წარსულში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელების გუნდი ვეტერანთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ პირველი ორი ტურნირის გამარჯვებული სწორედ, სფფ-ს გუნდია.  




2019 წელს, ვეტერანთა გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სფფ-ს ნაკრებთან ერთად „ზამთრის თასის" ამ ბლიც-ტურნირში თურქეთის, ესპანეთის, უკრაინის, უეფა-სა და პირველად ფიფა-ს გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. სფფ-მ, თავის ოფიციალურ გვერდზე დააანონსა, რომ ვეტერანთა ტურნირში სათამაშოდ, მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები მოიყრიდნენ თავს თბილისში. თუმცა, მათი ნაწილის გამოცნობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გააცნო. კონკურსის (ყოველ დღე ზუსტად 21:00 მორიგ კითხვას გვთავაზობს) შედეგად, რომელიც კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სწორი პასუხების პირველი ავტორები, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მაისურებს და ევროპის 2020 წლის  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩის (საქართველო-შვეიცარია) 2 ბილეთს მიიღებენ. ამ ეტაპისთვის სფფ-ს საახალწლო კონკურს, უკვე 5 გამარჯვებული ჰყავს. შესაბამისად ცნობილია 5 უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც 13 იანვარს, თბილისში ითამაშებს.

ნუნუ გომეში -  კარიერის განმავლობაში პორტუგალიის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში თამაშობდა. ეროვნული ნაკრების მაისურით კი, 2 მსოფლიო და 3 ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

მარკო მატერაცი - იტალიელი ვარსკვლავი,რომელიც იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. მან კარიერის განმავლობაში სხვა ბევრ ტიტულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

ჯერემი ნჯიტაპი - კამერუნელი ვარსკვლავი, აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი ფეხბურთელი,რომელიც ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. მან კარიერის განმავლობაში სხვა ტიტულებთან ერთად ოლიმპიური ოქრო, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და პრემიერლიგა მოიგო.

ივიცა ოლიჩი - ხორვატი ვარსკვლავი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა. მან კარიერის განმავლობაში სხვა ბევრ ტიტულთან ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო. ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი 3 მსოფლიოსა და 2 ევროპის ჩემპიონატი.

ვლადიმირ შმიცერი -  ჩეხი ვარსკვლავი, კარიერის განმავლობაში საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. ის უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია, ამავე ტურნირის ფინალურ შეხვედრაში კი გოლის გატანაც შეძლო.ატზე იასპარეზა.

ფეხბურთის გულშემატკივარს, შევახსენებთ, რომ „ზამთრის თასის" გათამაშებაზე დასწრება თავისუფალია.


სფფ-ს ფოტო (ავტორი ლაშა კუპრაშვილი)