ზამთრის თასის იწყება
ზამთრის თასის იწყება
05.01.2019
ავტორი:

ძველით ახალ  წელს, საქართველოს „ზამთრის თასის" გათამაშების მესამე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა იქნება ცნობილი. რიგით მესამე ტურნირს 11, 12 და 13 იანვარს, ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე  უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი-2019"-ში მონაწილე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 13 გუნდის ვინაობა და ისიც, თუ როგორც გადანაწილდნენ გუნდები ჯგუფებში.


ტურნირის ფორმატის მიხედვით ერთი ოთხგუნდიანი და სამიც, სამგუნდიანი ქვეჯგუფი ჩამოყალიბდა.  თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ. ტურნირის პირველი შეხვედრა 11 იანვარს 10 საათსა და 45 წუთზე ელიგაში დაბრუნებული „ვიტ ჯორჯიასა" და „ცხინვალს" შორის გაიმართება. ხოლო, ამ მატჩის შემდეგ ამავე ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ელიგის ორ ბინადარს, „დინამო თბილისსა" და „სიონს" შორის დაიწყება.




ახალი საფეხბურთო სეზონის წინ, უკვე ტრადიციადქცეულ ახალი წლის დღესასწაულებიდან „გამოსაფხიზლებელი" ტურნირის გამარჯვებულები 2017 წელს „გაგრა", 2018-ში კი თბილისის „ლოკომოტივი" გახდნენ.

დარბაზის ფეხბურთის ამ ტრადიციულ ტურნირზე, ასევე ტრადიციულად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, „ზამთრის თასი 2019"-ს 15- წლამდე გუნდების გათამაშებაც შდეგება. ასაკობრივ ტურნირში რეგიონული ნაკრებები და საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე გუნდები მონაწილეობენ.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც არც წელს დაირღვევა ვეტერანთა ტურნირია. როგორც ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება წელს ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშება ვარსკვლავური შემადგენლობითა და ახალი გუნდებით გაახარებს ფეხბურთის გულშემატკივარს. ცნობილია, რომ ევროპული საფეხბურთო მმართველო ორგანოს გუნდი, წელს განსაკუთრებულად ძლიერი შემადგენლობით ეწვევა თბილისს.

ამავდროულად, ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გათამაშებაც დაიწყო.   ის ვინც გამოიცანობს ზამთრის თასის მონაწილე ვარსკვლავებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს, ასევე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩების ბილეთებს მოიგებს. გთამაშებისთვის შეკითხვები და მათგან პირველი სფფ-ს ფეისბუქგვერდზე 21:00 საათზე დაისმება.

ბუნებრივია, ვარსკვლავთა შორის იქნება, არც თუ შორეულ წარსულში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავთა გუნდი, რომელიც ამ ტურნირის 2 გზის გამარჯვებულია და ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი ფეხბურთელები, წელსაც ამ ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან.

გულშემატკივარს, კი შევახსენებთ, რომ ასევე ტრადიციულად, სამივე დღეს, საახალწლო გათამაშებაზე დასწრება  უფასო იქნება.