„დინამო თბილისი" ორ ასაკობრივ ჯგუფში ოქროს ლიგის გამარჯვებულია
„დინამო თბილისი" ორ ასაკობრივ ჯგუფში ოქროს ლიგის გამარჯვებულია
07.12.2018
ავტორი:

„დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის 15-წლამდე ფეხბურთელების შემდეგ, რომლებმაც საკუთარ ასაკში გამარჯვებას გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მიაღწიეს, დინემოელთა კიდევ ერთმა ასაკობრივმა გუნდმა მოიგო ოქროს ლიგა.

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სწორედ,  ერონული ჩემპიონატის 15-წლამდე და 17-წლამდე ოქროს ლიგების გამარჯვებულებს  უმასპინძლეს.  გამარჯვებულ გუნდებს 15 და 17 წლამდე ჩემპიონების კუთვნილი მედლები და თასი ალექსანდრე იაშვილმა, დავით სირაძემ და ლევან ცქიტიშვილმა გადასცეს.

„დინამო თბილისის" ასაკობრივმა გუნდებმა განვლილი სეზონი დამაჯერებლად ჩაატარეს, 17-წლამდე გუნდმა უახლოეს მდევარ "საბურთალოს" 10 ქულით გაასწრო, 15-წლამდე გუნდმა კი, "სფფ აკადემიას" 7 ქულით აჯობა.




„პირველ რიგში, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ. ვთვლი, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ფეხბურთელისთვის ეს პირველი დიდი გამარჯვებაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები საკუთარი კარიერის დასაწყისში არიან და ისინი უნდა მიხვდნენ, რამდენად დიდი სტიმულია გუნდთან ერთად მიღწეული წარმატება. ეს ყველაფერი იმის საწინდარია, რომ ისინი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ, რომელსაც ასაკობრივი ნაკრებები ჰქვია და უკვე ამ დონეზე მოუტანონ საკუთარ ქვეყანასა და კლუბს წარმატებ", - აღნიშნა ალექსანდრე იაშილმა.

შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ ფედერაციისა და ფონდის ერთობლივი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვით, ასაკობრივი ლიგის გამარჯვებულებსა და ვერცხლის მედალოსნებს ექნებათ შესაძლებლობა, ზამთრის პაუზის დროს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებში. აღნიშნულის დაფინანსებას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ფედერაცია სრულად უზრუნველყოფენ.

"ვულოცავ "დინამოს" ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ამ ბავშვებისთვის ეს წინსვლა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. კიდევ უფრო დიდ სიხარულს და გამარჯვებებს ვუსურვებ მომავალში", - აღნიშნა დავით სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია გიროგი ჩაკვეტაძე, რომელიც 2018 წელს ქართული ფეხბურთის ახალი აღმოჩენა გახდა.